სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

შესახებ

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის #162 დადგენილების საფუძველზე,აგრარულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეიქმნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო ქართუ“-ს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა. 

 

ცენტრის მიზნები:

 

  • ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის მოძიება, შესწავლა,რეაბილიტაცია და გაუმჯობესება; 
  • გენბანკის შექმნა 
  • საქართველოში ინტროდუცირებული ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ადაპტაცია და გასავრცელებლად დაშვების ხელშეწყობა; 
  • კონდიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოების, სტანდარტიზაციისა და სერთიფიცირების სისტემის შექმნა; 
  • საქართველოს მიწის ფონდის შესწავლა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა -გაუმჯობესება; 
  • ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;სტანდარტებთან ჰარმონიზაცია; 
  • სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება; 
  • მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება; 
  • საქართველოში გავრცელებული სასოფლო სამეურნეო და შინაური ცხოველების, ფრინველების,თევზების სამეურნეოდ სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების მოძიება,აღდგენა - გაუმჯობესება; საქართველოში შემოყვანილი კულტურული ჯიშების კვლევა-ადაპტაცია; 
  • ელექტრონული საინფორმაციო ბანკის შექმნა; 
  • სურსათში/ცხოველის საკვებში გამოვლენილი და პოტენციური რისკის მეცნიერული შეფასება და რეკომენდაციების მომზადება რისკის მართვის ორგანოებისთვის; 
  • საზოგადოებასთან, საერთაშორისო, დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; 
  • ცოდნის გავრცელების პროგრამის ფარგლებში რეგიონული ექსტენციის განვითარება და ხელშეწყობა.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (032) 2 05 35 00  

  • ელ-ფოსტა

    info@srca.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მებაღეობა; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი