სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

შესახებ

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მთელი ქვეყნის მასშტაბით დიაგნოსტიკას სამ სფეროში - მცენარეთა, ცხოველთა დაავადებები და სურსათის კვლევა- ახორციელებს და შესაძლებლობა აქვს ბიზნეს-ოპერატორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ აღიარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიაწოდოს.

 

ლაბორატორიული პოტენციალის გამოყენება ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის არის მიმართული. ფერმერებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის მოქნილი სერვისის მიწოდება ხელს უწყობს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის დაშვებას.

ლაბორატორიის შესაძლებლობების სამივე მიმართულებით (ცხოველთა, მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტირების და სურსათის კვლევის) სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, მთლიანად ლაბორატორიულ ქსელში ეტაპობრივად ხდება აპარატურის შეძენა/განახლება. დეპარტამენტებში უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა არსებული მეთოდების სრულყოფისა და ახლების დანერგვასა და აკრედიტაციისათვის; ასევე ხდება თანამშრომელთა გადამზადება თანამედროვე მეთოდოლოგიებში; ახალი მეთოდების ვალიდაცია და მეთოდოლოგიების გაზიარება დარგში მომუშავე კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიებისათვის;

მსგავსი სახის აქტივობები მიმართულია არა მხოლოდ სათაო ოფისის განვითარებისათვის, არამედ მოიცავს მთლიანად ლაბორატორიულ ქსელს. 2014 წლის ნოემბერში ქუთაისისა და ახალციხის ლაბორატორიები სერტიფიცირებული გახდა ISO 9001:2008-ის მიხედვით.2015 წლის იანვარში კი-ქუთაისისა და ახალციხის ლაბორატორიებში ANAB ის სააკრედიტაციო ვიზიტის შემდეგ, მთელი ქსელი (თბილისი,ქუთაისი,ახალციხე) გახდა აკრედიტირებული.
თბილისის ლაბორატორიაში ყოველდღიურად 60-ზე მეტი ნიმუშის კვლევა ხორციელდება, ხოლო მთლიანი ქსელის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 100-ს შეადგენს.ყველაზე ხშირია მოთხოვნა ბრუცელოზის, ცოფის, ჯილეხის დიაგნოსტიკაზე; სასმელი წყლის, ყველის, ხორცის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და ცხოველთა საკვების ტოქსიკოლოგიურ კვლევაზე. მაგალითად, 2015 წლის იანვრიდან-ივლისამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ქვეყნის მასშტაბით შემოსულია დაახლოებით 77 318 ნიმუში. გამოკვლეულ ნიმუშებში გამოვლინდა შემდეგი სახის დაავადებები : ცოფი-62, ბრუცელოზი -1068, საკვები პროდუქტების (მზა პროდუქტი, ნახევარფაბრიკატი, ხორცპროდუქტი, რძე, რძის პროდუქტი, წყალი და სხვა) მიკრობიოლოგიური კვლევებისას გამოვლინდა : სალმონელა- 54, ლისტერია მონოციტოგენეზი-45, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია-160.
LMA-ს ლაბორატორიულ ქსელში დანერგილი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა ხდება შეღავათიანი პირობებით, გამოკვეთილი პრიორიტეტული კატეგორიების მიხედვით, სხვადასხვა პროფილის აგრარული კოოპერატივებისათვის.


დღეისათვის გამართულია და მუშაობს ლაბორატორიული ქსელი, რომელიც მოიცავს სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას–მის დაქვემდებარებაში მყოფ 3 ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე) და 8 რეგიონალურ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი).

 

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 32 253 09 68   +995 591 07 96 89

  • ელ-ფოსტა

    contact@lma.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მებაღეობა; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი