სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

შესახებ

 სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრირებას უწევს რამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. სააგენტო მრავალმილიონიანი ხარჯების განმკარგავი სამსახურია, რომელიც მიმართულია მრავალფეროვანი, მომსახურებისა თუ დახმარების საჭიროების მქონე კონტინგენტის - ბენეფიციართა - სოციალური გასაცემლებით, ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით მაქსიმალური უზრუნველყოფისკენ. სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სათანადო უზრუნველყოფა, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მეურვეობა-მზრუნველობა და სხვა ის საკითხებია, რომლის ფარგლებშიც სააგენტოში დასაქმებული 2000-ზე მეტი თანამშრომელი დაახლოებით 2,5 მილიონ საქართველოს მოქალაქეს (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი) ემსახურება.

  სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები 68 მისამართზეა განთავსებული. იგი ყოველთვიურად უწევს შესაბამის მომსახურებას საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის თითქმის მესამედს. სააგენტო საქართველოს მოქალაქეთა 25%-ზე მეტს უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დაზღვევით, რაც სახელმწიფო დაფინანსებით ბენეფიციართა სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას ნიშნავს. სოციალური მომსახურების სააგენტო ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოა, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს სხვადასხვა პრივილეგიებს, შეღავათებსა და საჭირო მომსახურებებს სთავაზობს, მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით.

  სოციალური მომსახურების სააგენტოს ძირითადი მიზანი მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენის მხარდაჭერა, მოქალაქეთათვის გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების დახვეწა, უფრო მოქნილ, მარტივ და სწრაფ, მოსახლეობისათვის ადვილად ხელმისაწვდომ მექანიზმებზე გადაყვანაა.

მთავარია, თითოეულმა მოქალაქემ თავი ღირსეულად იგრძნოს და მიიღოს სამართლიანი უზრუნველყოფა.

  • ტელეფონი

    15 05  

  • ელ-ფოსტა

    info@ssa.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 1

    ვაკანსია

მდებარეობა

განცხადებები

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი