სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ სმართ ლოჯიქი
სსიპ სმართ ლოჯიქი

სსიპ სმართ ლოჯიქი

შესახებ

„სმართ ლოჯიქის“ მიზნებია :

  1. სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
  2. ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდ სისტემის“ დანერგვა და მისი მონიტორინგი;
  3. ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია, ან საჭიროებენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გაწეული ხარჯების მინიმიზაცია ს ;
  4. ქვეყნის მასშტაბით ისეთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ხარჯების ეფექტურ შემცირებას;
  5. კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
  6. მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;
  7. მომსახურების მიმღები დაწესებულებების ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და მათი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა .

 

„სმართ ლოჯიქის“ ფუნქციებია:

  1. მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
  2. მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;
  3. მომსახურების მიმღები დაწესებულებების არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული უზრუნველყოფა, მისი დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა , ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა;
  4. მომსახურების მიმღები დაწესებულებების ელექტრონული ფოსტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  5. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათი ვებგვერდ ები ს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    2 405 818  

  • ელ-ფოსტა

    support@cloud.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი