სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

შესახებ

ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის მეცნიერული კვლევების განვითარებას და საქართველოს მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

ფონდის ძირითადი მიზნებია:

  • სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება;
  • სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაცია;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა;

ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ პროექტებში. ფონდი ადმინისტრირებას უწევს 27 პროგრამას, აქედან 19 ეროვნულ, 5 საერთაშორისო ბილატერალურ პროგრამასა და ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების ფარგლებში 3 მულტილატერალურ პროექტს. საგრანტო პროგრამებში დაფინანსება გაიცემა საკონკურსო წესით. შეფასება ხორციელდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს:

  • სამეცნიერო - კვლევითი პროექტებს;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას;
  • საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებს;
  • ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებს;
  • სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას;
  • მეცნიერების პოპულარიზაციას.

ფონდი აფინანსებს ყველა სამეცნიერო მიმართულებას EUROSTAT-ისა და OSCD-ის კლასიფიკატორის შესაბამისად:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები.

დამატებით, მთლიანი წლიური პროგრამული ბიუჯეტის 10%-ის ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს სამეცნიერო პროექტებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებაში.

ვიდეო გალერეა

განცხადებები

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი