სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სენაკის მუნიციპალიტეტი
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი

შესახებ

   გამგეობა არის სენაკის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების და სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისაგან. გამგეობა საქმიანობას წარმართავს : საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

   გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

   საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

   საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით არჩეული 30 წევრისაგან

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 0413 27 70 31   +995 0413 27 57 97

  • ელ-ფოსტა

    senakis.gamgeoba@gmail.com

    sakrebulo.senaki@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი