სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

შესახებ

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიზნები და ამოცანები:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ საზღვაო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო სფეროს ორგანიზაციული და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ დანერგვას ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, რაც ძირითადად მოიცავს:

  • საქართველოს დროშით მცურავი სავაჭრო ფლოტის და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფას;
  • ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის კოორდინაციას;
  • ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების წარმოების კოორდინაციას;
  • საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის მონიტორინგს;
  • მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
  • სტატისტიკური და სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებას.

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობა მიისწრაფვის ზემოაღნიშნული პროცესების უწყვეტი გაუმჯობესებისთვის შემდეგი მიზნებით:

  • ხარისხის მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების მუდმივი შესწავლით და მათი დაკმაყოფილების შეფასებით;
  • შესაბამის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით;
  • პერსონალის ჩართულობით, კვალიფიკაციის ამაღლებით და მოტივაციის გაუმჯობესებით ხარისხის მართვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის;
  • შიდა პროცესების გაუმჯობესებით.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 (422) 274925  

  • ელ-ფოსტა

    info@mta.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    ტრანსპორტი და გადაზიდვები; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი