სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და  გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

სააგენტოს მიზანია:

  • სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების გზით;
  • სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა;
  • სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება,
  • წარმოების რენტაბელობის ამაღლება და ეროვნული ეკონომიკის განვითარება;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფოს ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება.

 

სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია:

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების მიზნით შესაბამისი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;
  • კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კონსულტაციების გაწევა სამართლებრივ, ინსტიტუციონალურ, წარმოების ტექნოლოგიებსა და სხვა საკითხებში;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც აისახება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ განხორციელებული, მიმდინარე ან/და განსახორციელებელი საქმიანობის, ასევე მოყვანილი და რეალიზებული მოსავლის/გაწეული მომსახურების სახეობის, რაოდენობის და სხვა მონაცემების შესახებ;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება, შეჩერება და შეწყვეტა;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებასა და გადამზადებაში, ასევე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობა;
  • „კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსთან“, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კოოპერაციულ გაერთიანებებთან თანამშრომლობა;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზება და საზღვარგარეთ ორგანიზებული ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის განხორციელება

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (+995 32) 231 30 26  

  • ელ-ფოსტა

    info@acda.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მებაღეობა; საჯარო სექტორი

  • კარიერის გვერდი

    acda.gov.ge/index.php/geo/static/55
  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი