სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

შესახებ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „საქართველოს მთავ­რო­ბის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქა­რ­თ­ვე­ლოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრო­ბის სა­ქ­მიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინ­ფო­რმა­ციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე, საქართველოს მთავ­რობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების გან­ხორ­ციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმი­ნი­ს­ტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

  1. საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის პირობების შექმნას;
  2. საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ მთავრობის ხელმძღვა­ნე­ლო­ბის, საქართველოს კონსტიტუციის და სხვა ნორმატიული აქტების სა­ფუძ­­ველზე მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;
  3. საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ მთავრობის სხვა წევრების  საქ­მიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზებას;
  4. საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ მთავრობის სხდომების მო­­წ­­­ვე­­ვისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავ­რო­ბის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით და­დ­გენილი წესით;
  5. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, საქართველოს პრე­­მიერ-მინისტრის ბრძანებათა პროექტების მომზადებასა და სამარ­თ­ლებრივ ექსპერტიზას;
  6. საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ უფლებამოსილების ფარგ­ლებ­ში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ‑ ბრძანების გამოცე­მი­სა და მთავ­რობის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციე­ბის შეს­­­რუ­­ლე­ბის ორგანიზებას; 
  7. სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეს­რუ­ლების მიზნით, მთავრობის ყოველ­წლი­ური ამოცანებისა და პრიო­რი­ტეტების განსაზღვრას და საქართვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა­თ­ვის დასამ­ტკი­ცებლად წარდგენას;
  8. მთავრობის ყოველ­წლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების შეს­რ­უ­­ლების მიზნით, სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრების აპა­რა­ტე­ბიდან მათ მიერ და­გე­გ­­მილი კონკრეტული ღონისძიებების შესა­ხებ ინფორმაციის (ნუსხის) გა­­­მოთხოვას;
  9. ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მთავრობის ყოველწლიური სა­მო­ქმედო გეგმის შემუ­შავე­ბას, საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას და მისი შეს­რუ­ლე­ბის კონტროლს;
  10. სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმია­ნობას და მათი შესრულების კონტროლს;
  11. საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით, სამთავრობო პროგრამის შეს­რუ­ლების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ანგარიშის მომზადებას და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის ორგანიზებას;
  12. საქართველოს პრემიერ‑მინისტრისა და მთავრობის საქმიანობის ინ­ფო­რმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
  13. საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, მონიტორინგს, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემის დანერგვას და მათ მუდმივ გაუმ­ჯო­ბესებას და ა.შ

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    299 09 00  

  • ელ-ფოსტა

    info@geo.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი