სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და სააღრიცხვო კანონმდებლობის შემუშავებას და დაცვას; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას. 
სამინისტროს ძირითადი კომპეტენციები და უფლებამოსილებებია: 

  • საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადება, ასევე მომდევნო 4 წლისათვის მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების ჩამოყალიბება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი, შესრულების ანგარიშის მომზადება და წარდგენა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის; 
  • მთავრობის ფულადი სახსრების მართვა;
  • ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა;
  • სახელმწიფო ვალის მართვა;
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
  • საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან თანამშრომლობა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებით;

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    1551   +995 322 26 12 84

  • ელ-ფოსტა

    info@mof.ge

  • საქმიანობის სფერო

    ბანკები და ფინანსები; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი