სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

შესახებ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური რეგულირების განხორციელება და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

სააგენტოს უმთავრესი მიზანია უზრუნველყოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება, რაც მიიღწევა სააგენტოს მიერ შესაბამისი წესების შემუშავების, გამოცემისა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობის გზით.

სააგენტოს ამოცანაა მოახდინოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული რეგულაციების დანერგვა. „ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი მზადყოფნა ეტაპობრივად მოახდინოს ევროპული მარეგულირებელი აქტებისა და დირექტივების დანერგვა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად შეუდგა შესაბამისი საკანონმდელო ცვლილებების განხორციელებას.

მიუხედავად, სირთულისა და იმ დიდი პასუხისმგებლობისა რომელიც ეკისრება ქვეყანას და კონკრეტულად სააგენტოს ევროპული სამართლებრივი აქტების საქართველოს საავიაციო სამართლებრივ სივრცეში გადმოტანასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინიციატივა დადებითად იმოქმედებს ქართული საავიაციო ბაზრის განვითარებაზე, გააღრმავებს ევრო-კავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას, დაეხმარება ქვეყანას და მის ავიაკომპანიებს ფრენის არეალის გაფართოვებაში საბაზრო შეზღუდვების მოხსნის გზით.

  • ტელეფონი

    (+995 32) 2 94 80 02   (+995 32) 2 94 80 14

  • ელ-ფოსტა

    dgcaa@gcaa.ge

    office@gcaa.ge

  • საქმიანობის სფერო

    ტრანსპორტი და გადაზიდვები; უსაფრთხოება; საჯარო სექტორი

  • კარიერის გვერდი

    gcaa.ge/geo/vacancies.php
  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი