სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო

შესახებ

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

 

საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, სააგენტო მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც:

  • მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების საფუძველზე, შეისწავლის სამედიცინო დახმარების ხარისხს;
  • აწარმოებს სამედიცინო დაწესებულებებში სალიცენზიო-სანებართვო (სტაციონარებში) და ტექნიკური რეგლამენტით (ამბულატორიული ტიპის დაწესებულებებში) განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგს;
  • ახდენს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ინსპექტირებას;
  • კონტროლს უწევს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობას. სააგენტო ახორციელებს:
  • სამედიცინო დაწესებულებებზე ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემას;
  • სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების დიპლომის შემდგომ მზადებაზე აკრედიტაციის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პერსონალის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების და სერტიფიკატის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
  • დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობას;
  • შესაბამისი რეესტრების წარმოებას;
  • პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციას.
  • გასცემს ნებართვებს სხვადასხვა ტიპის აფთიაქის ფუნქციონირებასა და კლინიკურ კვლევებზე, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებაზე;
  • ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის (როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი წარმოების) რეგისტრაციას;
  • ახორციელებს სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს;
  • აწარმოებს სათანადო რეესტრს.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (+995 322) 72-53-84  

  • ელ-ფოსტა

    regagency@moh.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    სილამაზე და ჯანმრთელობა, მედიცინა; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი