სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

შესახებ

მისია

სააგენტოს მისიაა საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების პროცესში.


სააგენტოს მიზნებია:

  1. სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვა;
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;
  3. თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.


ძირითადი მიმართულებები და პროგრამები

ზემოაღნიშნული მისიიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო თავის საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით წარმართავს:

  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვა:
  • პროგრამა „საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“.
  • საქართველოს საჯარო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება:
  • პროგრამა „საგანმანათლებლო დაწესებულენბების ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა“;
  • პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    2 200 220  

  • ელ-ფოსტა

    info@esida.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; მშენებლობა და უძრავი ქონება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი