სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

შესახებ

   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს.

   სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“.

   სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

   სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით.

   სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

   სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 032 2484822  

  • ელ-ფოსტა

    info@procurement.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი