სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შესახებ

2012 წლის 1 ივლისიდან ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანო ჩამოყალიბდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახით .

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გარდაქმნა 2008 წლიდან იწყება, როდესაც ახალი კანონმდებლობითა და მეთოდოლოგიური საფუძვლებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი განისაზღვრა, როგორც საჯარო სექტორის აუდიტი, აუდიტის რეკომენდაციების გაცემა და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა .

2008-2009 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩამოაყალიბა განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები. შესაძლებლობების მრავალმხრივი გაუმჯობესების მიზნით აღნიშნულ პერიოდში შემუშავდა გრძელვადიანი კორპორატიული სტრატეგიები და განვითარების გეგმები. 2010 წლიდან დაიწყო დასახული ამოცანების განხორციელება .

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული გარდაქმნის დასაწყისშივე, პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ქვეყანაში ახალგაზრდა და მოტივირებული ინტელექტუალური რესურსის მობილიზება. ამ პერიოდში აუდიტის სამსახურში დასაქმდნენ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში - PricewaterhouseCoopers, Ernst & Young და Deloitte & Touche - როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის აუდიტის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების აუდიტორები .

ძირეული ინსტიტუციური გარდაქმნის რთულ პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე საჭიროებდა პარტნიორთა მხარდაჭერას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორმხრივი თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვადასხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებთან. კერძოდ, 2009 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტნიორები გახდნენისეთ საერთაშორისოორგანიზაციები, როგორებიცაა GIZ, SIGMA, UNDP, USAID,მსოფლიო ბანკი და ა. შ. ასევეორმხრივი ურთიერთობები დამყარდა შვედეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებასა და ჩვენს საქმიანობაში საერთაშორისო სანიმუშო პრაქტიკის დანერგვას .

2010 წლიდან ჩვენ ასევე გავააქტიურეთ მონაწილეობა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI)საქმიანობაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც აუდიტის საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა კომიტეტებში, კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში.აღნიშნული სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაეხმარა საზღვარგარეთის ქვეყნების აუდიტის ორგანოებისათვის თანასწორუფლებიან პარტნიორად ჩამოყალიბებაში .

ზემოაღნიშნული მრავალმხრივი აქტივობის მეშვეობით, 2010 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეასრულა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანები, რამაც შექმნა მყარი საფუძვლები უწყების რეფორმის წარმატებისათვის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეიქმნა და დაინერგა ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიები. შემუშავდა აუდიტორთა სასწავლო პროგრამები, რომლითაც გადამზადდნენ უწყების აუდიტორები .

2011 წლიდან, განვითარების შემდგომი ეტაპის მიღწევის კვალობაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აამოქმედა ხარისხის კონტროლის სისტემა, დანერგა მართვის თანამედროვე ინსტიტუციური პოლიტიკა და სახელმძღვანელოები, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სისტემაში და სხვ .

აუდიტორული საქმიანობის ხარისხის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გააუმჯობესა კომუნიკაცია ფართო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან, როგორებიცაა საქართველოს პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ა. შ. კომუნიკაციის ახალი და ეფექტური საშუალებებით საზოგადოება ყოველდღიურ რეჟიმში იღებს დროულ, სანდო და კვალიფიციურ ინფორმაციას უწყების საქმიანობის შესახებ .

ინსტიტუციური განვითარება უწყვეტი პროცესია. მდგრადი პროგრესის უზრუნველსაყოფად, განვითარების ახალი ეტაპების მიღწევისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ისახავს ახალ სტრატეგიულ ამოცანებს, რომლებიც აისახება გრძელვადიან სტრატეგიებში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2013-2017 წლების სტრატეგიულ მიზნად ისახავს დემოკრატიული მმართველობისა და სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანად ხარჯვის ხელშეწყობას ხალხისსაკეთილდღეოდ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ისტორია კი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად დაიწყო .

1918 წელს შეიქმნა სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი. 1918-1921 წლებში პარლამენტმა მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტემა. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით საქართველოს აუდიტის სამსახურის სტატუსი განისაზღვრა როგორც ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუცია. მის მანდატს წარმოადგენდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულების შემოწმება, სახელმწიფოს შემოსავლებისა და ხარჯების შესწავლა, მთავრობისა და სხვადასხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსების შემოწმება .

დაარსებიდანვე საქართველომ აირჩია უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საპარლამენტო მოდელი, რომელიც აკადემიურად ვესტმინსტერულ მოდელად მოიხსენიება. ამ მოდელით, საქართველოს უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს მართავდა ერთპიროვნული ხელმძღვანელი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი და რომელიც ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ პარლამენტის წინაშე .

1921 წლიდან 1991 წლამდე სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი არ ფუნქციონირებდა საბჭოთა ოკუპაციის გამო. კომუნისტური მმართველობის პერიოდში უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ნაცვლად ჩამოყალიბდა სსრკ სახალხო კონტროლის სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლიდა სახელწოდებასა და ფუნქციას .

1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ეროვნული სისტემა და შეიქმნა საქართველოს კონტროლის პალატა. 1991-2008 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის ფუნქცია მოიცავდა საკონტროლო - სარევიზიო საქმიანობას და დარღვევებზე ადმინისტრაციულ - ფინანსური სანქციებით რეაგირებას .

1992 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI),1993 წლიდან უმაღლესი აუდიტორულ ორგანოთა ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI), ხოლო 2004 წლიდან უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აზიური ორგანიზაციის (ASOSAI) წევრია .

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (+995 32) 243 81 36  

  • ელ-ფოსტა

    sao@sao.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი