სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი

შესახებ

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიზანია სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისათვის მაღალი ხარისხის ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების მიწოდება.

ტრენინგები გამიზნულია მონაწილეების მიერ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. საქართველოს ბაზარზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მსურველებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ და გააღრმაონ თავისი ცოდნა და უნარები, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებას. 
ინსტიტუტი განსახორციელებელი ტრენინგების ჩასატარებლად იწვევს შესაბამისი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის ტრენერებსა და ექსპერტებს. 
სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოანი მიმართულებაა. სერტიფიცირების მიზანია, კანდიდატის მიერ საჯარო აუდიტის სფეროში კურსის გავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული ცოდნის შეფასება და საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მინიჭება. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აღნიშნულ სერტიფიცირებას წელიწადში ორჯერ გეგმავს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ერთადერთია საქართველოში, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში მომუშავე აუდიტორთა სერტიფიცირება და საჯარო აუდიტის სწავლება.

  • ტელეფონი

    +995 322 438 133   0322 43 81 36

  • ელ-ფოსტა

    sai@sao.ge

    pai@sao.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი