სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
საგანმანათლებლო რესურსცენტრები
საგანმანათლებლო რესურსცენტრები

საგანმანათლებლო რესურს ცენტრები

შესახებ

    საგანამანათლებლო რესურსცენტრები საქართველოს ყველა რაიონშია წარმოდგენილი, რესურსცენტრი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. რესურსცენტრის ძირითადი მისიაა, დაეხმაროს სკოლებს საკუთარი ფუნქციის უკეთ განხორციელებაში ინფორმაციის, რესურსების მიწოდებით, სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობების აწყობით, სახელმძღვანელოების ან ტრენინგების მიმწოდებლებთან დაკავშირებით და სხვა. რესურსცენტრი ეხმარება სკოლებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში საჭირო კონსულტაციების გაწევის გზით.
   რესურსცენტრი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების) ზედამხედველობას. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში იგი კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას, სამინისტროს წარუდგენს რეკომენდაციებს და წინადადებებს საჯარო სკოლების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ახალი საგანმნათლებლო დაწესებულებების დაფუძნების შესახებ და ა.შ. გარდა ამისა, რესურსცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის ინკლუზიური სწავლების მეთოდების დანერგვას.

     თითოეული რესურსცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილიეთ მითითებული ბმული:http://www.mes.gov.ge/content.php?id=207&lang=geo

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 32 2 200 220  

  • ელ-ფოსტა

    pr@mes.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი