სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი შეიქმნა საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 2009 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. ცენტრის საქმიანობის მიზნები და ამოცანები უკავშირდება კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების, საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებისა და მიუკერძოებელი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ხელშეწყობას. აღნიშნულის გათვალისწინებით ცენტრი თავის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს:

 

  • საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების, საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიების, მედია-საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ამომრჩევლებისა და სხვა დაინტერესებული პირების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით;
  • ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარება;
  • პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლით გათვალისწინებული ფონდის ფუნქციების შესრულება, მათ შორის:
  • პარტიებზე თანხის გაცემა კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებების, რეგიონული პროექტების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე;
  • კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

ცენტრის მიზნობრივი აუდიტორია:

  • საარჩევნო ადმინისტრაცია
  • პოლიტიკური პარტიები
  • მედია საშუალებები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • ამომრჩევლები
  • საარჩევნო პროცესით დაინტერესებული სხვა პირები

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995032 2612111  

  • ელ-ფოსტა

    centre@electionreforms.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი