სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
რუსთავის საქალაქო სასამართლო
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლო

შესახებ

  რუსთავის საქალაქო სასამართლო მდებარეობს ქ. რუსთავში, მისამართზე: ბოსტან-ქალაქის ქ. №6. აღნიშნული შენობა აშენებულია 1948 წელს და მასში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო ქ. რუსთავის პროკურატურა და ადვოკატურა. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებით გაუქმდა რუსთავის ქალაქის სასამართლო და შეიქმნა რუსთავის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.

2006 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება.

  რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში განთავსებულია შვიდი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი, რომელთაგან ოთხი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთათვის, სამი კი - სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განსახილველად. სასამართლოში ახალი კომპიუტერული პროგრამით ხდება სასამართლო პროცესის ჩაწერა სპეციალურ აუდიო-დისკზე. მოთხოვნის არსებობის შემხვევაში მხარე პროცესის დასრულებისთანავე, ოპერატიულად მიიღებს აუდიო-დისკს. სხდომის აუდიო ჩანაწერის წაკითხვა შესაძლებელია ნებისმიერ მულტიმედიურ კომპიუტერში.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 341 24-08-07  

  • საქმიანობის სფერო

    იურისპრუდენცია; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი