სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

  • 886

Тбилиси размещено 13/06/2017 крайний срок: 19/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1608

+ bonus
мин. опыт 3 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  •  სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის/დეპარტამენტის მოადგილის, სამმართველოს უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი;
  •  ხელმძღვანელობის სტრატეგიული მიზნებისა და დავალებების მხარდაჭერა;
  •  სტრატეგიული დოკუმენტებში სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განსაზღვრა;
  •  ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯვის პროცესის ზედამხედველობა;
  •  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მომზადების კონტროლი;
  •  სამმართველოს სამოქმედო გეგმების შემუშავების და მათი განხორციელების პროცესის კოორდინაცია;
  •  სამმართველოს თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება;
  •  არარეზიდენტის და არაფულადი გასაცემლის (დაზღვევა) გადასახადების (დღგ; საშემოსავლო) გაანგარიშება და გადახდის განხორციელების კონტროლი;
  •  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ თვის განმავლობაში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების შესახებ თანდართული ანგარიშგებების ასახვის კონტროლი ბუღალტრულ პროგრამაში (Oris);
  •  მონაწილეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაერთი ფინანსური ანგარიშგების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მომზადებას და აგრეთვე დახმარებას უწევს აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით ქვედანაყოფებში მივლენილ პერსონალს;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  •  საიდუმლო დოკუმენტაციასთან მუშაობის უფლებამოსილება;
  •  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ხარჯების დაგეგმვა, პროგნოზირება, კორექტირება, ქვედანაყოფებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შესრულების ანალიზი;
  •  საფინანსო საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სამინისტროში ეფექტურად იმპლემენტაციასთან დაკავშირებით დახმარების აღმოჩენა;
  •  ხელმძღვანელობის სტრატეგიული მიზნებისა და დავალებების მხარდაჭერა.

 

საკონკურსო თემატიკა

  •  საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი დებულებები; სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი);
  •  საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  •  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  •  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება;
  •  „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება;
  •  „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;
  •  „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
  •  „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანება.
  •  „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანება.

 

დამატებით მოთხოვნები

  1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
  2.  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტის სპეციალობა (საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის, ბიზნესკომუნიკაციის მენეჯმენტის სპეციალიზაციები), ფინანსების სპეციალობა, საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობა));
  3.  სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის სპეციალობა);
  4.  მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (თავდაცვისა და უსაფრთხოების (თავდაცვის რესურსების მართვის სპეციალიზაცია) და სტატისტიკის სპეციალობები));
  5.  საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (მათემატიკის სპეციალობა).
  6.  სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 3 წელი, მათ შორის შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  7.  შესაბამის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
  8.  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
  9.  კომპიუტერის ძირითადი საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა. სასურველია ფინანსური ანალიზის მოდულების ან გაძლიერებული ექსელის ცოდნა.

 

 დამატებითი სერტიფიკატები, ლიცენზიები:

  1.  ბუღალტრული აღრიცხვის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  2.  სასურველია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  3.  სასურველია ACCA, CFA ან სხვა საერთაშორისო დონის სერტიფიკატი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43803

 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
1000-ზე მეტი
сотрудник

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

больше

объявлений 0

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля