სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

  • 913

Кутаиси размещено 13/06/2017 крайний срок: 21/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 650

+ bonus
мин. опыт 1 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

თანამდებობის სრული დასახელება: არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

 

ფუნქციები

  • გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
  • ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი (შენობა- ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა).
  • ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება.
  • აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად ქალაქში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
  • უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.
  • ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
  • არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში.
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.
  • სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 533, 55-ე, 552, 601, 1191, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 მუხლების, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
  • იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება.
  • წინადადებების მომზადება და განხილვა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ http://kutaisi.gov.ge/files/upload-file/pdf/a_1299585101364911.pdf;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
  • „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის30 იანვრის №71 დადგენილება;
  • „ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №244 დადგენილება;
  • „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №80 დადგენილება;
  • „ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №78 დადგენილება;
  • „საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტებზე სასამართლოს მიერ ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 31 ივლისის №163 დადგენილება;
  • „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობათა განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, ასევე, იმ ზონებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა/ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №126 დადგენილება;
  • „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №70 დადგენილება;
  • „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილება;
  • „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილება;
  • „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 10 სექტემბრის №973 ბრძანება

         http://kutaisi.gov.ge/files/upload-file/pdf/shinaganatsesi.pdf

 

დამატებით მოთხოვნები

  • საგანმანათლებლო ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის, ეკონომიკური, ინჟინერიის, ტექნიკური სპეციალიზაციით;
  • სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის გამოცდილება);
  • სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება საფინანსო, საზედამხედველო–მაკონტროლებელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში;
  •  კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint; Internet Explorer).

 

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • კრეატიულობა;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43741

 
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი
101-500
сотрудник

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი

больше

объявлений 0

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля