სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

  • 992

Тбилиси размещено 13/06/2017 крайний срок: 22/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2110

+ bonus
мин. опыт 3 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

თანამდებობის სრული დასახელება: ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით)

 

ფუნქციები

  • დეპარტამენტის უფროსისთვის დეპარტამენტის მართვასა და სამუშაო პროცესის კოორდინაციაში ხელშეწყობა, მისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის მიღება და იუსტიციის სამინისტროს პოზიციის წარმოდგენა;
  • დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართლებრივი დასკვნების მომზადების პროცესზე ზედამხედველობა;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან, შეწყვეტასთან ან/და შეჩერებასთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება, შიდასახელმწიფოებრივ სამართალთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე, შესაძლო სამართლებრივი რისკების არსებობის განსაზღვრა და აღნიშნულთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება;
  • სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების მიზანშეწონილობის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ტექსტის მომზადება;
  • საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სხვადასხვა უწყებათაშორის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების მიზნებისათვის, სხვადასხვა საჯარო და კერძო საერთაშორისო სამართლებრივ საკითხზე სხვა ქვეყნების გამოცდილების ან/და სხვადასხვა თეორიულ-სამართლებრივი საკითხის შესწავლა, ანალიზი და განზოგადება.

 

საკონკურსო თემატიკა

1. საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათ შორის:

  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • ვენის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ (1961 წელი) და ვენის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ (1963 წელი);
  • კონვენციები: „გაერო-ს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ (1946 წელი) და „გაერო-ს სპეციალიზებული დაწესებულებების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ (1947 წელი);

2. საქართველოს (ეროვნული) კანონმდებლობა:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.

 

დამატებით მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალობით;
  • არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის (განსაკუთრებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის) მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.
  • მენეჯერული უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გადაწყვეტილების მიღება და მოქმედების ინიცირება;
  • სხვათა დარწმუნების უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43891

 
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
101-500
сотрудник

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

больше

объявлений 0

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля