სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

  • 561

Тбилиси размещено 27/09/2017 крайний срок: 10/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1040

+ bonus
мин. опыт 3 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  •  სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
  •  სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
  •  სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულების პროექტის მომზადება და შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმება;
  •  სამსახურში შემოსული განცხადებების/კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
  •  სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე;
  •  სააგენტოს წარმომადგენლობა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას;
  •  სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების მიერ გადმოგზავნილი, ასევე, სხვა დაწესებულებებიდან შემოსული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
  •  სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
  •  იურიდიული დახმარების გაწევა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის (ერთეულებისათვის);
  •  სააგენტოს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეული უფროსის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

  •   საქართველოს კონსტიტუცია;
  • ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი;
  • ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;
  • ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონი;
  • ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი;
  •  ,,ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილება;
  •  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის № 391 დადგენილება;
  • ,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანება;
  •  ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანება;
  •  ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  •  გუნდური მუშაობის უნარი. 

 

თანამდებობრივი სარგო: 1300 ლარი (ხელზე ასაღები:  1040 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45041?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 

 
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
51-100
сотрудник

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

больше

объявлений 0

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля