სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსი

  • 672

Тбилиси размещено 27/09/2017 крайний срок: 10/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2200

+ bonus
мин. опыт 5 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  •  უზრუნველყოფს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების წარმატებით შესრულებას, კერძოდ სათანადო აქტივობების განსაზღვრას, დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას;
  •  უზრუნველყოფს საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვას/განხორციელებას;
  •  უზრუნველყოფს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას;
  •  საინვესტიციო პროექტების წარდგენის და პოტენციურ ინვესტორებთან კავშირების დამყარების მიზნით, უზრუნველყოფს ინვესტორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას;
  •  უზრუნველყოფს საინვესტიციო პრეზენტაციების/პროექტების მომზადებას და/ან განახლებას;
  •  უზრუნველყოფს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული ორგანიზაციების ან/და პირებისათვის სათანადო ინფორმაციის, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების მიწოდებას;
  •  პრიორიტეტული სექტორების მიხედვით ორგანიზებას უწევს ან/და მონაწილეობს პოტენციური ინვესტორი კომპანიების იდენტიფიცირებაში, საინვესტიციო შესაძლებლობების/პროექტების შესახებ პრეზენტაციის მომზადებასა და კომპეტენციის ფარგლებში, მოლაპარაკებების წარმოებაში;
  •  ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პროექტების შეთავაზების მიზნით, უზრუნველყოფს საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დონორებთან, ბიზნეს-ასოციაციებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
  •  გაწეული საქმიანობის შესახებ უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას;
  •  ხელს უწყობს დეპარტამენტის თანამშრომლების მოტივაციას, ზრუნავს პროფესიონალური და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნაზე; 
  •  პასუხისმგებელია დეპარტამენტის თანამშრომლების ამოცანების და ფუნქციების ეფექტურად გადანაწილებაზე და მათ წარმატებით განხორციელებაზე;
  •  კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის ან ზემდგომის სხვა დავალებებს.

 

საკონკურსო თემატიკა
კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი საკითხის/თემატიკის ცოდნა:

  • საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის შეფასების მეთოდები.

კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა

  • საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“;
  •  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილება „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე  საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“.

დამატებითი მოთხოვნები

  • შესაბამისი მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის განვითარების, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის ან/და განხორციელების მიმართულებით;


პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზების და მართვის უნარი;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება
  • ინოვაციების ინიცირების და მართვის უნარი; 
  • პროექტების შეფასების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი;

 

თანამდებობრივი სარგო: 2750 ლარი (ხელზე ასაღები:  2200 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45181?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
სსიპ - აწარმოე საქართველოში
101-500
сотрудник

სსიპ - აწარმოე საქართველოში

больше

объявлений 0

სსიპ - აწარმოე საქართველოში

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля