სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

  • 873

სხვადასხვა
  • Тбилиси
  • Кутаиси
размещено 22/09/2017 крайний срок: 05/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1616

+ bonus
мин. опыт 0 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  •   უცხო ქვეყნების პარლამენტების საქართველოში ვიზიტების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
  •  საქართველოს პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის უფროსისა და აპარატის სხვა თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება ან დაგეგმილი ვიზიტების მომზადების ხელშეწყობა;
  •  საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებისთვის უცხო ქვეყნების პარლამენტების საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებაში დახმარების გაწევა;
  •  უცხოელი ოფიციალური პირების საქართველოში ვიზიტების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრების ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  •  საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ გასამართი სხვა ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ან მათი ორგანიზების ხელშეწყობა; 
  •  საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიებების შესახებ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა ინფორმირება და მათი მოწვევა;
  •  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა საქართველოს პარლამენტში მიღებისა და გაცილების ორგანიზება;
  •  საქართველოს პარლამენტში გასამართი ცერემონიალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; 
  •  საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების გენერალური ასამბლეების, საკომიტეტო შეხვედრების, აგრეთვე ამ ორგანიზაციების ეგიდით გასამართი კონფერენციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება შესაბამის ორგანიზაციაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის მდივანთან კოორდინაციით;
  •  საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ოფიციალური პირებისთვის საქართველოს პარლამენტში მობრძანებისას საპროტოკოლო მომსახურების გაწევა;
  •  საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ოფიციალური ღონისძიების გამართვისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის, მისი მოადგილეებისთვის, კომიტეტებისთვის, პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის უფროსისთვის საპროტოკოლო მომსახურების გაწევა; 
  •  საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მიერ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისა და ვიზების მიღების უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

საკონკურსო თემატიკა

  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;
  •  ვენის 1969 წლის კონვენცია „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“;
  •  ვენის 1963 წლის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“;
  •  რომის 1950 წლის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის  კონვენცია“;
  •  2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“;
  •  საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;
  •  საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება;
  •  საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება;
  •  საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია.

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  უცხო ქვეყნების დელეგაციებთან და საპროტოკოლო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 
პიროვნული მახასიათებლები:

  •  ორგანიზებულობა,
  •  პასუხისმგებლობა,
  •  ანალიტიკური აზროვნება,
  •  კომუნიკაბელურობა,
  •  გუნდური მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 2020 ლარი (ხელზე ასაღები: 1616 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45146?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 

 
საქართველოს პარლამენტი
5001 და მეტი
сотрудник

საქართველოს პარლამენტი

больше

объявлений 0

საქართველოს პარლამენტი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля