სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილების უფროსი

  • 906

სხვადასხვა
  • Тбилиси
  • Кутаиси
размещено 22/09/2017 крайний срок: 04/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2376

+ bonus
мин. опыт 2 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

პოზიციის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილების უფროსი

 

ფუნქციები

  • ახორციელებს განყოფილების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას. განყოფილების მუშაობის სწორად ორგანიზებისა და ეფექტიანად წარმართვის მიზნით, დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, განყოფილების თანამშრომლებს უნაწილებს საქმეს და აკონტროლებს მათ მიერ სამუშაოს შესრულებას, მათ შორის, შესრულებული სამუშაოს ხარისხს, მონაწილეობს პარლამენტისა და მისი აპარატის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, ზრუნავს განყოფილების განვითარებაზე, მათ შორის, თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე.
  • საპარლამენტო საქმიანობის საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაცნობა პარლამენტის მისიისა და როლის შესახებ მათი ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით;
  • კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური შეხვედრების, სემინარების, ლექციების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების, გამოფენების, კონკურსების, ფესტივალების, დღესასწაულებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და გამართვა, მათ შორის, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტთან კოორდინაციით, საზოგადოების ფართო ფენების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
  •  დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და პარლამენტის წევრების საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება; 
  •  საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისა და ასაკობრივი ჯგუფისთვის გათვალისწინებული ელექტრონული და ბეჭდვითი საინფორმაციო ბიულეტენების, ბროშურების, ბუკლეტების, ანგარიშების, ცნობარებისა და სხვა პუბლიკაციების მომზადება, ჟურნალების, წიგნებისა და სხვა ბეჭდვითი მასალების, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ვიდეორგოლების პროექტების შემუშავება საზოგადოების პარლამენტისა და მისი სუბიექტების საქმიანობის შესახებ ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით; 
  •  ყოველწლიური თემატური კალენდრის/კალენდრების შემუშავება ადგილობრივი და საერთაშორისო დღეებისა და დღესასწაულების გათვალისწინებით, მათ შორის, საქართველოს რეგიონების მიხედვით, და შესაბამისი ღონისძიებების კონცეფციების შემუშავება და მომზადება; 
  •  პარლამენტის სასახლეში საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისა და ასაკობრივი ჯგუფისთვის გათვალისწინებული საექსკურსიო ტურების მომზადება, დაგეგმვა და ჩატარება; 
  •  პარლამენტის სასახლეში საკომუნიკაციო მასალების განთავსება და საჭიროებისამებრ განახლება, საგამოფენო სივრცეების დაგეგმვა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის პრესცენტრთან კოორდინაციით;
  •  ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების დადასტურებიდან სამი თვის ვადაში მაჟორიტარი პარლამენტის წევრებისა და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გაერთიანებების წინასაარჩევნო პლატფორმების კრებულების გამოსაცემად მომზადება; 
  •  დეპარტამენტის უფროსის სხვადასხვა დავალების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III თავი);
  •  საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“;
  •  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;
  •  საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება;
  •  საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულება;
  •  საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია.


 

დამატებითი მოთხოვნები

  •  სამოქალაქო ღონისძიებათა დაგემვისა და ორგანიზების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

 

სასურველია:

  •  მედიაკომუნიკაციის მენეჯმენტის კუთხით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  უცხოური ენის (რუსული) ცოდნა.

 

 პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა,
  •  პასუხისმგებლობა,
  •  ანალიტიკური აზროვნება,
  •  კომუნიკაბელურობა,
  •  გუნდური მუშაობის უნარი,
  •  თანამშრომლობის გარემოს შექმნისა და ხელმძღვანელობის უნარი.

 

 

თანამდებობრივი სარგო:  2970 ლარი (ხელზე ასაღები: 2376 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44982?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
საქართველოს პარლამენტი
5001 და მეტი
сотрудник

საქართველოს პარლამენტი

больше

объявлений 0

საქართველოს პარლამენტი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля