სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის (ფილიალის) მომვლელი

  • 671

Терджола размещено 22/09/2017 крайний срок: 04/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 320

+ bonus
мин. опыт 0 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  • ფილიალში მორიგე ექთნისა და უფროსი ექთნის ხელმძღვანელობით ასრულებს ყველა სამუშაოს, რაც დაკავშირებულია ბენეფიციარების მოვლა–პატრონობასთან;
  • პასუხისმგებელია დერეფნებში, სანიტარულ კვანძებსა და საცხოვრებელ ოთახებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვაზე, თეთრეულის დასუფთავებაზე, ბენეფიციარების გარეგნულ იერსახეზე;
  • ატარებს ახლადმოსულ ბენეფიციართა სანიტარულ დამუშავებას;
  • ბენეფიციარებს ეხმარება საკვების მიღებაში, დაბანაში, გადაადგილებაში და ა.შ.; 
  • ყოველდღიურად ანიავებს სათავსოებს, სველი ჩვრით წმენდს იატაკს, რეცხავს სველ წერტილებს, ასუფთავებს ბენეფიციარების საჭირო პირად ნივთებს, ცვლის თეთრეულს, პასუხისმგებელია შენობაში არსებული ინვენტარის მოვლაზე;
  • მონაწილეობას იღებს ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;
  • ვალდებულია ექთანთან ერთად მთელი ცვლის მანძილზე თვალყური ადევნოს ბენეფიციართა ფილიალის ტერიტორიაზე გადაადგილებას. ფილიალის ტერიტორიის უნებართვოდ დატოვების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს მათი ფილიალში დაბრუნება; 
  • მორიგეობის დროს ვალდებულია უზრუნველყოს არსებული ქონების დაცვა;
  • მორიგეობის მიღების ან გადაბარების დროს ამოწმებს არსებულ ქონებას და დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ ატყობინებს ცვლის ექთანს;
  •  სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების დროს მომვლელი ვალდებულია დაეხმაროს ექთანს, ხოლო ბენეფიციარის აგზნების შემთხვევაში მომვლელები უნდა დაეხმარონ ერთმანეთს;
  •  აგრესიული ქცევის ბენეფიციარებს მომვლელი უნდა მოექცეს მშვიდად, მოთმინებით, პირადი წყენის გარეშე, იქედან გამომდინარე, რომ ეს მათი დაავადებით არის გამოწვეული;
  •  ბენეფიციარის ჩივილის ან რაიმე თხოვნის შემთხვევაში მომვლელი არ უნდა შეეწინააღმდეგოს მას და უნდა გაუწიოს დახმარება, ხოლო თუ მისი მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია უნდა აცნობოს ექთანს;
  •  მომვლელმა უნდა იცოდეს ბენეფიციართა ქცევის თავისებურებანი, განსაკუთრებით კი იმ ბენეფიციარების შესახებ, რომლებსაც აქვთ თვითდაზიანების, თავდასხმის, თეთრეულის და ტანსაცმლის გაფუჭების, საჭმელზე უარის თქმის, გაქცევის მცდელობები და გამოვლინების შემთხვევაში უნდა აღკვეთოს და აცნობოს ექთანს;
  •  მომვლელს უფლება არ აქვს თვითნებურად დაავალოს ბენეფიციარს რაიმე სამუშაოს შესრულება ან გადასცეს მას რაიმე ექიმის, უფროსი ექთნის ან ექთნის თანხმობის გარეშე;
  •  ფონდის დირექტორის, ფილიალის უფროსის, ექიმისა და უფროსი ექთნის დავალებით ასრულებს ფილიალის საქმიანობიდან გამომდინარე კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას. 


დამატებითი მოთხოვნები

  •  მომვლელად ან ექთნად მუშაობის გამოცდილება;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  კონფლიქტების მართვის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო:  400 ლარი (ხელზე ასაღები: 320 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45050?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 

 
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
51-100
сотрудник

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

больше

объявлений 0

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля