სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

შიდა კონტროლის განყოფილების სპეციალისტი

  • 679

Тбилиси размещено 06/09/2017 крайний срок: 19/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 960

+ bonus
мин. опыт 2 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  • ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლი, დისციპლინური გადაცდომის შემთხვევების გამოვლენა, ცენტრის უფროსისთვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; 
  • ცენტრის თანამშრომლის მხრიდან ცენტრის ეფექტიანი საქმიანობის ხელისშემშლელი ან ცენტრის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედების დროს არსებული გარემოებების შესწავლა და სათანადო რეაგირება; 
  • ცენტრის თანამშრომლის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
  • სამუშაო სტანდარტების და ინსტრუქციების შექმნაში, დისციპლინური გადაცდომის მოკვლევის წესისა და მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ავტოტრანსპორტის სწორ ექსპლუატაციაზე კონტროლი; 
  • სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების GPS სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი; 
  • კავშირგაბმულობის საშუალებების გამართულ მუშაობაზე კონტროლი; 
  • სამედიცინო ბრიგადების გარეგნული იერის კონტროლი; 
  • საწვავის ხარჯვის კონტროლი და ანალიზი; 
  • ცენტრის მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-დაცვაზე ზედამხედველობა; 
  • სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესრულების კონტროლის ჯგუფში მონაწილეობა;
  • სამედიცინო ბრიგადების მართვის პროგრამაში მონაცემების დამუშავება, საქმიანობის რეგლამენტის დარღვევის შემთხვევის აღრიცხვა, ინფორმაციის მიწოდება სტრუქტურული ერთეულის უფროსისთვის, საქმიანობის რეგლამენტის დარღვევის თავიდან აცილების ან აღმოფხვრისთვის შესაბამისი ღონისძიებების შესრულება;
  • პაციენტის, მისი წარმომადგენლის განცხადების ან საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება, განხილვის შედეგად გადაწყვეტილების მომზადების უზრუნველყოფა;
  • ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 

 

საკონკურსო თემატიკა

  1. საქართველოს კონსტიტუცია;
  2. საქართველოს შრომის კოდექსი;
  3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  7. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  8. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  9. „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულება;
  10. „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება;
  11. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;
  12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-88 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდება (დებულება)“;
  13. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შინაგანაწესი, იხილეთ ლინკი https://drive.google.com/open?id=0Bw4qBsiy2JeaRVp1bUVnUlVtckk

 

დამატებითი მოთხოვნები
 სავალდებულოა: 

  • არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება, აქედან არანაკლებ 1 წელი საჯარო სექტორში სამუშაო გამოცდილება (დოკუმენტურად დადასტურება აუცილებელია). 

 

პროფესიული უნარ-ჩვევებიდან კანდიდატს უნდა გააჩნდეს: 

  • ეფექტური კომუნიკაციის; 
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის; 
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების; 
  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების; 
  • ანალიტიკური აზროვნების; 
  • ორგანიზების, დაგეგმვის და მონიტორინგის უნარი; 
  • სტრესულ, დაძაბულ გარემოში მუშაობის;
  • არგუმენტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1200ლარი ( ხელზე ასაღები: 960 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44887?active=1

 
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля