სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი

  • 688

Тбилиси размещено 05/09/2017 крайний срок: 18/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1240

+ bonus
мин. опыт 5 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  • სახელმწიფო შესყიდვების საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; 
  • სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, მასში კორექტირების შეტანა, ვიზირება და დასამტკიცებლად უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა; 
  • სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებზე კონტროლის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 
  • მიმწოდებლებთან დასადები ხელშეკრულებების და დადებულ ხელშეკრულებებში შესატანი ცვლილებების მომზადება, ვიზირება და უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა დასამტკიცებლად, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების კონტროლის განხორციელება; 
  • კონტროლი სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების ორგანიზება და განხორციელებაზე; 
  • სატენდერო პროცედურების წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა; 
  • საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონკურსის პროცედურების წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში, საკონკურსო პირობებისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება/გაცემა და აღრიცხვა; 
  • კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა დასახული სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრამების შესრულების შესახებ;
  • სხვა უფლება-მოვალეობების განხორცილება სახელმწიფო შესყიდვების საქმიანობის მიმართულებით;
  • ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;    
  • განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა და/ან ვიზირება უფლებამოსილების ფარგლებში;
  • განყოფილების საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე პასუხისმგებლობა;
  • განყოფილების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხების ორგანიზება;
  • განყოფილების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კანონმდებლობის შესაბამისად ბაზრის კვლევის ჩატარების ორგანიზება;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს კანონის „სახელწიფო შესყიდვების შესახებ“;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტორნული ტენდერის ჩატარების წესი“;
  • ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ დამტკიცების შესახებ  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
  • „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
  • „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო  შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015  წლის 22 მაისის №7 ბრძანება;
  • „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო  შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება;
  • „ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ან/და გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვარის №26 დადგენილება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვის მიმართულებით;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint) ცოდნა.

 

პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • მენეჯერული თვისებები;
  • ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველება და წერის კულტურა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დაგეგმვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
  • აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 1550 ლარი (ხელზე ასაღები: 1240 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44869?active=1

 
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
51-100
сотрудник

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

больше

объявлений 0

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля