სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

  • 1116

Тбилиси размещено 25/08/2017 крайний срок: 11/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1200

+ bonus
мин. опыт 5 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

პოზიციის დასახელება: სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

 

ფუნქციები

  1.  ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის პროექტის მომზადება და განხორციელება მგს 27001:2011 სტანდარტის და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
  2.  ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მინიმალური მოთხოვნების შესრულების კოორდინირება;
  3.  ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
  4.  ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერის უზრუნველყოფა; 
  5.  ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადების, განხილვის, დამტკიცებისა და გადახედვის პროცესის კოორდინაცია;
  6.  ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების კოორდინაცია და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
  7.  ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შედგენა და ამ გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ანგარიშვალდებულ პირებთან;
  8.  ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვა;
  9.  გადაწყვეტილების მიღება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დახმარების ჯგუფის მიერ ორგანიზაციის ინფორმაციული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალი საგნის წვდომის შესაძლებლობის/შეუძლებლობის შესახებ;
  10.  ცენტრის თანამშრომლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
  11.  ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პროცესის ხელშეწყობა; 
  12. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

საკონკურსო თემატიკა

  1.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  2.  მგს 27001:2011 სტანდარტი;
  3.  საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“;
  4.  საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
  5.  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  1.  სასურველია ჰქონდეს გამოცდილება შემდეგ სფეროებში: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მენეჯერული, პროექტებისა და მართვის სტანდარტების დანერგვა;
  2.  სერტიფიკატები - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) ან ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ გაცემული სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში; IT Infrastructure Library (ITIL) ექსპერტის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

იმ შემთხვევაში, თუ შერჩეულ კანდიდატს არ გააჩნია მოთხოვნილი სერტიფიკატებიდან ერთ-ერთი, მაშინ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის მონაცემებს და განცხადებას უგზავნის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს. სააგენტო შერჩეული კანდიდატის ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ცოდნის, კომპეტენციისა და გამოცდილების შეფასება-დადასტურებას ახდენს ტესტირების საფუძველზე. მონაცემთა გაცვლის სააგენტო ორგანიზაციას 5 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობებს ტესტირების თარიღს. ტესტირების პასუხები ტესტირებიდან 5 სამუშაო დღეში ეცნობება როგორც კანდიდატს, ასევე დამსაქმებელ ორგანიზაციას.

კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები:

  1.  ეფექტური კომუნიკაცია;
  2.  ანალიტიკური აზროვნება;
  3.  დროის ეფექტურად მართვა;
  4.  გუნდში მუშაობა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1500  ლარი (ხელზე ასაღები: 1200 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44762?active=1

 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
1-10
сотрудник

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

больше

объявлений 0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля