სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

  • 941

Ахалкалаки размещено 24/08/2017 крайний срок: 07/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 448

+ bonus
мин. опыт 1 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

პოზიციის დასახელება: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

 

დამსაქმებელი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

ფუნქციები

  • საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით უზრუნველყოფს გამგეობის ვალდებულებების დოკუმენტების მომზადებას;
  • ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია;
  • ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან;
  • უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას;
  • ადგენს გამგეობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშებს (ბუღალტრული ბალანსები);
  • ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს;
  • ახდენს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემლების თავისდროულ დარიცხვას და გაცემას;
  • ახორციელებს კონტროლს გამგეობაში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;
  • დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს გამგეობის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებას და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას;
  • უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას;
  • უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენი დოკუმენტების შედგენასა და დადგენილ ვადაში წარდგენას;
  • უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე;
  • ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
  • სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

 

საკონკურსო თემატიკა

  •   საქართველოს კონსტიტუცია;
  •   საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •   საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‘‘ (I, II, III და IV თავები);
  •   საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი";
  •   ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ";
  •   საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  •   ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისი №24 დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  სამუშაო გამოცდილება - საბუღალტრო სფეროში მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება.

კომპეტენციები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობა;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 569 ლარი (ხელზე ასაღები: 448 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44706?active=1

 
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
1-10
сотрудник

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

больше

объявлений 0

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля