სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების დამხმარე ტექნიკური პერსონალი

  • 682

Тбилиси размещено 22/08/2017 крайний срок: 05/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 500

+ bonus
мин. опыт 0 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  • I კლასის შენობა–ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • II კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და გამოცემული გადაწყვეტილების/ბრძანების განმცხადებლისათვის გაგზავნა;
  • განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებული პირის განცხადებ(ებ)ის განხილვა და შესაბამისი რეაგირება (წერილობითი პასუხის პროექტის მომზადება, დოკუმენტაციის ცნობის/ინფორმაციის სახით მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება;
  • საჭიროებისამებრ, კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომებში მონაწილეობის მიღება; 
  • სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების დროს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს დავალების საფუძველზე, გასაჩივრებულ აქტთან დაკავშირებით განმარტების მომზადება;
  • შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაოსთან დაკავშირებით, სამსახურის უფროსის/ სფეროს კურატორი მოადგილის/განყოფილების უფროსის მითითებით სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
  • სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. 


საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“;  
  • საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილება;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება;
  • „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
  • „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–105 დადგენილება;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილება;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17–51 დადგენილება;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 5 დეკემბერის საკრებულოს №16-32 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბერის დადგენილება №16-36;
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25  მაისის №1–1/842 ბრძანება;
  • ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვარის დადგენილება №41;
  • „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვარის დადგენილება №41.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • ინფორმაციის შეგროვების უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 625 ლარი (ხელზე ასაღები: 500 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44710?active=1

 
თბილისის არქიტექტურის სამსახური
51-100
сотрудник

თბილისის არქიტექტურის სამსახური

больше

объявлений 0

თბილისის არქიტექტურის სამსახური

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля