სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

  • 1318

Тбилиси размещено 06/07/2017 крайний срок: 19/07/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1680

+ bonus
мин. опыт 5 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  •  სამსახურის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის წარმართვა;
  •  მიმდინარე კორესპონდენციის განხილვა, განაწილება თანამშრომლებს შორის, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პასუხის მომზადება;
  •  თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და შესაბამისი მითითებების მიცემა. დავალებების შესრულების ვადების და წესების დაცვის კონტროლი;
  •  სააგენტოს დასახული ამოცანების, სამოქმედო გეგმის, ხელმძღვანელობისა და სამსახურის უფროსების რეკომენდაციების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
  •  სააგენტოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიკური კლასიფიკატორით განსაზღვრულ მუხლებში აღრიცხვა და ხარჯვის კონტროლი;
  •  მონაწილეობის მიღება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვების წლიური გეგმის შედგენაში;
  •  წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის პროცედურების ჩატარება და სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა;
  •  პერიოდული ანგარიშების მომზადება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარსადგენად;
  •  გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სახელმწიფო შესყიდვების შეთანხმება სათანადო უწყებებთან;
  •  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
  •  სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  •  სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების პროცესში გამოსაცემი სამართლებრივი აქტის პროექტის ვიზირება;
  •  შესყიდვების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნის, განვითარების და განახლების ორგანიზება; 
  •  კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სააგენტოს მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და მისი დამტკიცების შემდგომ მის განხორციელებაში;
  •  შესყიდვების სფეროში სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავებისას დასკვნების მომზადება;
  •  კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული ყოველკვარტალური ანგარიშებისა და ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის მომზადება;
  •  ზედამხედველობის გაწევა მთავარი ბუღალტრისა და ბუღალტრის მიერ საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზების, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ინსტრუქციის და ცალკეული მითითებების შესაბამისად. ბუღალტრული ანგარიშგების შედგენასა და დაწესებულ ვადებში წარდგენაზე კონტროლი;
  •  ფულადი სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების უზრუნველყოფა;
  •  მთავარი ბუღალტრისა და ბუღალტრის მიერ თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული დარიცხვისა და გაცემის კონტროლი;
  •  მონაწილეობის მიღება ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში;
  •  საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების სამსახურისათვის პოტენციურ მომწოდებელთა სიის წარდგენა;
  •  მთავარი ბუღალტრისა და ბუღალტრის მიერ კვარტალური და წლიური ბალანსის სწორად, დროულად შედგენა და შესაბამის სამსახურში წარდგენაზე კონტროლი;
  •  დებიტორ - კრედიტორების განსაზღვრა და ადმინისტრაციასთან (სამსახური) ერთად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელება;
  •  კომპეტენციის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
  •  კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, საერთაშორისო და/ან კერძო სტრუქტურებთან და/ან ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
  •  სააგენტოს დირექტორისათვის წინადადებების წარდგენა მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
  •  მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სამუშაოს შეფასების ანალიზი;
  •  შუამდგომლობს სააგენტოს დირექტორის წინაშე, მისი/თანამშრომლების მივლინების შესახებ;
  •  დირექტორის მიერ დელეგირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
  •  საჭიროების შემთხვევაში სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

 

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ";
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე";
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულება“;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დებულება.

 

 

დამატებითი მოთხოვნები
 აუცილებელია:

  •  ადმინისტრაციულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
  •  ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  კომუნიკაბელურობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ანალიზის უნარი;
  •  გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  •  წერითი და ანალიტიკური უნარი;
  •  სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  •  თათბირების, შეხვედრების და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 2100 ლარი (ხელზე ასაღები: 1680 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44083?active=1

 
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
1-10
сотрудник

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

больше

объявлений 0

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля