სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

კახეთის გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი პეციალისტი - ინსპექტორი

  • 766

Телави размещено 18/08/2017 крайний срок: 01/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 800

+ bonus
мин. опыт 1 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

პოზიციის დასახელება: კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ინსპექტორი

 

ფუნქციები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური გარემოსდაცვით შემოწმებებში მონაწილეობის მიღება;
  • რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება/შესწავლა;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. რეგულირების ობიექტების ინსპექტირების პროცესში დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
  • სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტების, დანადგარების, აგრეგატების და მოწყობილობის დალუქვა;
  • რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება); 
  • გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების შესაბამის ორგანოში (ან თანამდებობის პირთან) გადაგზავნის უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა, და აღკვეთა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება;
  • დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავებისა და რეგულირების ობიექტებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის განხორციელებაზე კონტროლის განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, წერილობითი მომართვების, განცხადებების და საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
  • „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებების განხილვა და მათში მოყვანილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ);
  • საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ;
  • საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“;
  • „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“.  

 

დამატებითი მოთხოვნები
 სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სამთო და გეოინჟინერიის ან გეოლოგიის დარგში/სპეციალობით;
  • გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

 

თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი (ხელზე ასაღები: 800 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44661?active=1

 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
51-100
сотрудник

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

больше

объявлений 0

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля