სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების სპეციალისტი - ინსპექტორი

  • 822

Тбилиси размещено 18/08/2017 крайний срок: 01/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 560

+ bonus
мин. опыт 0 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

პოზიციის დასახელება: გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - ინსპექტორი

 

ფუნქციები

  • კომპეტენციის ფარგლებში წიაღის, მიწის (ნიადაგი) უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; 
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური გარემოსდაცვით შემოწმებებში მონაწილეობის მიღება;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. რეგულირების ობიექტების ინსპექტირების პროცესში დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტების, დანადგარების, აგრეგატების და მოწყობილობის დალუქვა;
  • საველე სამუშაოების შესრულება;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგულირების ობიექტებისაგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წერილობითი მომართვების, განცხადებების და საჩივრების განხილვაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებების და მათში მოყვანილ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
  • დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში ინსპექტირების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ);
  • საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“;
  • „ტექნიკური რეგლამენტის – „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილება;
  • „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“.  


დამატებითი მოთხოვნები
 უმაღლესი განათლება - ინჟინრიის ან/და მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანის მიმართულებით.

 

თანამდებობრივი სარგო: 700 ლარი (ხელზე ასაღები: 560 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44646?active=1

 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
51-100
сотрудник

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

больше

объявлений 0

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля