სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი

  • 874

Рустави размещено 16/08/2017 крайний срок: 30/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1124

+ bonus
мин. опыт 1 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

პოზიციის დასახელება: ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)

 

ფუნქციები

  • „იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ახორციელებს საადვოკატო მომსახურებას სისხლის სამართლის საქმეებზე;    
  • დროულად და საფუძვლიანად ეცნობა მის წარმოებაში არსებულ საქმეებს; 
  • პერიოდულად შეაქვს ინფორმაცია იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში, საქმის ვითარებისა და მსვლელობის შესახებ და ანახლებს მონაცემებს; 
  • ხვდება დასაცავ პირს, აცნობს საქმის მასალებს, მასთან ერთად აანალიზებს დაცვის და ბრალდების მტკიცებულებებს და უწევს შესაბამის კონსულტაციას; 
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს საპროცესო მოქმედებებში, ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • ემზადება სასამართლო პროცესებისთვის: 
    1. მოიძიებს საქმის მასალებს, მტკიცებულებებს;
    2. მოიძიებს მოწმეებს და გამოკითხავს მათ; 
    3. გადაამოწმებს და აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მასალებს;
    4. ამზადებს შესავალ და დასკვნით სიტყვას;
    5. გამოდის სასამართლო პროცესებზე და წარადგენს მოპოვებულ მტკიცებულებებს; 
    6. ახდენს დასაცავი პირის და საჭიროების შემთხვევაში მისი ნათესავების/ახლობლების ინფორმირებას საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით;
    7. ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
  •  საჭიროების შემთხვევაში ბიუროს უფროსს აწვდის ინფორმაციას მის წარმოებაში არსებული საქმის მსვლელობის შესახებ;
  •  საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული ბროშურების, ლიფლეტების, საგაზეთო სტატიების მომზადებაში;
  •  ბიუროს უფროსს აწვდის ინფორმაციას სამუშაო გრაფიკის შესახებ;
  •  პერიოდულად, კოლეგებთან ერთად განიხილავს და აანალიზებს სხვადასხვა საქმეებს, წარმატებული ნაბიჯებისა და ხარვეზების გამოვლენის მიზნით;
  •  მონაწილეობს სამსახურისა და ბიუროს მიერ ორგანიზებულ გასვლით კონსულტაციებში;
  •  აწარმოებს საქმეებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სამსახურის შინაგანაწესითა და სხვა აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
  •  ბიუროს საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს სხვა ფუნქციებს, ბიუროს უფროსის დავალების საფუძველზე.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“;
  • ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურის დებულება;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
  • საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია;
  • ევროპის სოციალური ქარტია.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • იურისტად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Outlook).

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ეფექტური დაგეგმვის უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ სიტუაციაში;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1405 ლარი (ხელზე ასაღები: 1124 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44614?active=1

 
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
1-10
сотрудник

სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური

больше

объявлений 0

სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля