სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

ლოჯისტიკის სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველოს უფროსი

  • 1007

Тбилиси размещено 09/08/2017 крайний срок: 22/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1120

+ bonus
мин. опыт 3 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  • სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა და სამმართველოს თანამშრომლებზე დავალებების გაცემა;
  • სამმართველოს საქმიანობის წარმართვა, მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და პასუხისმგებლობა;
  • სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებზე ხელის მოწერა ან ვიზირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ორგანიზება, აგრეთვე მონიტორინგის ფარგლებში პასუხისმგებელ ორგანიზაციებთან ქონების ინვენტარიზაციისა და მიბარების ოქმების შედგენის კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში საგზაო სამუშაოების დასრულების შედეგად მიღებული ქონების დასაწყობების ზედამხედველობა;
  • დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების (შავი და ფერადი ლითონის ჯართი, მეორადი სამშენებლო მასალები, დასადგამი და მეორადი ელექტრო მოწყობილობები, სამასალე და საშეშე ხე-ტყე) ელექტრონული ბაზის სისტემატური განახლების კონტროლი;
  • საგზაო სამუშაოების დასრულების შედეგად დარჩენილი შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ასევე სხვადასხვა სახის მეორადი მოწყობილობების 
  • სსიპ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-სთვის განსაკარგავად გადაცემის ბრძანების პროექტის დროულად მომზადების კონტროლი, ასევე გადაცემული ქონების დათვალიერების, გადაწონვის და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ დეპარტამენტში დროულად წარმოდგენაზე პასუხისმგებლობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში დროებით სარგებლობაში გადაცემული დეპარტამენტის კუთვნილი ქონების ხელშეკრულების ვადებისა და შესრულების კონტროლი;
  • შესასრულებელი დავალებების პრიორიტეტირება და პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილება;
  • უშუალოდ ჩართულობა სტრუქტურული ერთეულის დავალების შესრულებაში;
  • დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სამშენებლო მასალების განკარგვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან კომუნიკაციის წარმართვა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საერთაშორისო მნიშვნელობის (ჩქაროსნული მაგისტრალი) საავტომობილო გზის გარე განათების ქსელზე მიერთებისა და დეპარტამენტის აბონენტად დარეგისტრირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების და მოსაზრებების წარდგენა ხელმძღვანელობასთან;
  • კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის შესაბამისი ქონების განკარგვაზე პასუხისმგებლობა და შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინაცია;
  • თანამშრომელთათვის დასახული სამუშაოს ვადებში შესრულების კონტროლი;
  • ზრუნვა სამმართველოს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაზე;
  • კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
  • სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №125 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“.
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ლოჯისტიკის, ფინანსების, ეკონომიკურ ან/და მშენებლობის სფეროში/დარგში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

სასურველია:

  • ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა Oris სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1400 ლარი (ხელზე ასაღები: 1120 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44553?active=1

 
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
1-10
сотрудник

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

больше

объявлений 0

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля