სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი

  • 1524

სხვადასხვა
  • Тбилиси
  • Кутаиси
размещено 01/08/2017 крайний срок: 14/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2376

+ bonus
мин. опыт 2 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები

  1.   განყოფილების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და განყოფილების საქმიანობის სწორი ორგანიზებისა და წარმართვის მიზნით განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის კონტროლი;
  2.  საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის უფროსისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ უცხოელ ოფიციალურ პირებთან გასამართ შეხვედრებზე განსახილველი თემებისა და საინფორმაციო მასალის მომზადება;
  3.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და სხვა ოფიციალური წყაროებისგან მიღებული მასალის საპარლამენტო კუთხით დამუშავება და მიწოდება; 
  4.  საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით მეგობრობის ჯგუფების საზღვარგარეთ ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; ვიზიტებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება; ამ ვიზიტების ფარგლებში გასამართი შეხვედრებისათვის საჭირო მასალის შეგროვება, დამუშავება და მიწოდება; აღნიშნული ვიზიტების დროს თანხლება და შეხვედრებზე დასწრება; 
  5.  საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით უცხო ქვეყნების პარლამენტების საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფების საქართველოში ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; ვიზიტებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება პროტოკოლის განყოფილების დახმარებით; ამ ვიზიტების ფარგლებში გასამართი შეხვედრებისათვის საჭირო მასალის შეგროვება, დამუშავება და მიწოდება; აღნიშნულ შეხვედრებზე დასწრება საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან თანამშრომლობით; 
  6.  საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშების, აგრეთვე უცხო ქვეყნების პარლამენტების საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფების საქართველოში ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშების მომზადების ხელშეწყობა;
  7.  საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საქართველოს პარლამენტში ვიზიტით მყოფ უცხოელ ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშების მომზადება და სათანადო ბაზის შექმნა;
  8.  საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის წინასწარ მიწოდებული კითხვარის მიხედვით საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშების მიღება, მათი დამუშავება და შენახვა; 
  9.  საქართველოს და კონკრეტული უცხო ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;
  10.  კონკრეტულ უცხო ქვეყანაში საპარლამენტო კუთხით მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება, მათი ანალიზი და საინფორმაციო დოკუმენტებში ასახვა, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნების პარლამენტების ორგანიზაციული მოწყობისა და სამუშაო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მომზადება; 
  11.  საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარების მიზნით საკონტაქტო პირების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება.

 

საკონკურსო თემატიკა

  1.  საქართველოს კონსტიტუცია;
  2.  ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;
  3.  ვენის 1969 წლის კონვენცია „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“;
  4.  ვენის 1963 წლის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“;
  5.  რომის 1950 წლის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის  კონვენცია“;
  6.  2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი „ერთი მხრივ, საქართელოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“;
  7.  საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
  8.  საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
  9.  საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
  10.  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  11.  საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
  12.  საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“;
  13.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;
  14.  საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება;
  15.  საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება;
  16.  საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია.

 

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ან უცხოური ენის სპეციალობით.
  •  სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
  •  სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა,
  • პასუხისმგებლობა,
  • ანალიტიკური აზროვნება,
  • კომუნიკაბელურობა,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • თანამშრომლობის გარემოს შექმნისა და ხელმძღვანელობის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 2970 ლარი (ხელზე ასაღები: 2376 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44245?active=1

 
საქართველოს პარლამენტი
5001 და მეტი
сотрудник

საქართველოს პარლამენტი

больше

объявлений 0

საქართველოს პარლამენტი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля