სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

საბანკო ზედამხედველობის დეპარტამანეტის ზედამხედველობის მე-3 განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

  • 1158

Тбилиси размещено 01/08/2017 крайний срок: 14/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2736

+ bonus
мин. опыт 1 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.


ფუნქციები

  •     ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
  •     მიღებულ ინფორმაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ინფორმირება და შესაბამისი ზომების მიღება;
  •     მიღებულ წერილებზე და დასმულ შეკითხვებზე პასუხების მომზადება;
  •     განყოფილების ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკების რისკ პროფილების შექმნა და ყოველკვარტალური ფინანსური ანალიზი;
  •     ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკის მიერ გაცემული კორპორატიული სესხების (Top 100) მონიტორინგი და შემოწმება;
  •     მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებისა და საცალო პორტფელის შესწავლა;
  •     კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაციების მომზადება; 
  •     ადგილზე ინსპექტირებაში მონაწილეობის მიღება;
  •     ადგილობრივი და საერთაშორისო საბანკო ბაზრების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  •     ეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებული ლიტერატურის მიმოხილვა;
  •     ბანკების ადმინისტრატორებთან, სერვისცენტრების გახსნასთან, ბენეფიციარ მესაკუთრეებთან და ლიცენზირებასთან დაკავშირებული სხვა იურიდული დოკუმენტების განხილვა და შესაბამისობის დადგენა. ასევე ლიცენზიის მაძიებელი პირების დოკუმენტაციის განხილვა.

 

 

საკონკურსო თემატიკა

  •  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  საბანკო ზედამხედველობისათვის გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა.

 

 

დამატებითი მოთხოვნები

  •     უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ, საბანკო ან ფინანსურ სფეროში);
  •     სასურველია კორპორატიული ფინანსების კარგად ცოდნა;
  •     სასურველია საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა;
  •     სასურველია საბანკო სექტორში ან/და საბანკო ზედამხედველობის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  •     საოფისე კომპიუტერული პროგრამების დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა, სასურველია სრულყოფილად ცოდნა.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი გამოცდილება:

  •     კორპორატიული/ბიზნეს სესხების გაცემის და ანალიზის კუთხით გამოცდილება;
  •     კორპორატიული/ბიზნეს სესხების სესხების რისკის ანალიზის გამოცდილება;
  •     ბანკის ფინანსური რისკების მიმართულებით გამოცდილება;
  •     ბექ-ოფისი და რეპორტინგის კუთხით სამუშაო გამოცდილება;
  •     ლიკვიდობის, საბაზრო, სავალუტო რისკების შეფასების, ანალიზის მიმართულებით რისკების შეფასების გამოცდილება;
  •     ბანკის/მსხვილი კომპანიის აუდიტის შემოწმების კუთხით გამოცდილება;
  •     რაოდენობრივი მოდელების ცოდნა.
  •     პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  •     კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  •     ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 3420  ლარი (ხელზე ასაღები: 2736 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44446?active=1

 
საქართველოს ეროვნული ბანკი
101-500
сотрудник

საქართველოს ეროვნული ბანკი

больше

объявлений 0

საქართველოს ეროვნული ბანკი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля