სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

  • 1120

Тбилиси размещено 29/07/2017 крайний срок: 10/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1520

+ bonus
мин. опыт 5 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები
 ხელმძღვანელობს მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ საქმიანობას:

  •  აქციზური მარკების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემას;
  •  აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას. წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმებას. აზარტული და მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;
  •  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვას;
  •  საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;
  •  საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას. იურიდიული პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;
  •  იურიდიული პირისთვის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, შემოსავლების სამსახურის
  • კომპეტენციის ფარგლებში. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას. სპეციალური სავაჭრო ზონების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის წარმოებას;
  •  ფიზიკური პირისთვის მიკრობიზნესის სტატუსის, მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის და პირისთვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას და გაუქმებას;
  •  მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენას;
  •  ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, ჩამორთმევასთან და გაუქმებასთან, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან, გადასახადის გადამხდელისათვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
  •  მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება, შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის წარმოებას;
  •  საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოებას. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე შესაბამისი ცნობების გაცემას;
  •  საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელ ფიზიკურ პირთა რეესტრის წარმოებას;
  •  გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოებას, გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და გაცემას;
  •  დაინტერესებული პირისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევას. გადასახადის გადამხდელისთვის პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების გაწევას;
  •  კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
  •  საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;
  •  დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მინიჭებას და გაუქმებას. უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანას;
  •  ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;
  •  შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. გადასახადის გადამხდელთათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების ადგილზე გაწევას;
  •  ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურებას;
  •  საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფას;
  •  სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
  •  საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
  •  საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოებას;
  •  შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებების და მითითებების შესრულებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
  •  კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.
  •  დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას.
  •  პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების (მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მომზადების) სწრაფად და ეფექტურად გაწევის მიზნით:
  •  ახორციელებს პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის წინაშე დასმული საკითხის შესწავლისა და დამუშავების კოორდინაციას, დეპარტამენტის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით;
  •  ასრულებს სხვა დაკავშირებულ ამოცანებს, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.


უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა

  •   საქართველოს კონსტიტუცია;
  •   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •   საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  •   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  •   საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ";
  •   საქართველოს შრომის კოდექსი;
  •  „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №996 ბრძანება;
  •  „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება;
  •  „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;
  •  „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისი №290 ბრძანება;
  •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება;
  •  „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანება;
  •  „Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისი №10536 ბრძანება.
  •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება;
  •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  საქართველოს მოქალაქე;
  •  უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური);
  •  საგადასახადო მიმართულებით (გადამხდელთა მომსახურება, მონაცემთა დამუშავება, საგადასახადო კონსულტაცია) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  •  საგადასახადო მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  •  „ORACLE“- საინფორმაციო სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია უცხო ენის (რუსული/ინგლისური) ცოდნა. 


უნარები:

  •  გუნდის მართვა;
  •  გადაწყვეტილებების მიღება;
  •  გაძღოლა და ხელმძღვანელობა;
  •  დაგეგმვა და ორგანიზება;
  •  ინოვაციურობა;
  •  კომუნიკაცია;
  •  დროის მართვა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1900 ლარი (ხელზე ასაღები: 1520 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44376?active=1

 
შემოსავლების სამსახური
1000-ზე მეტი
сотрудник

შემოსავლების სამსახური

больше

объявлений 0

შემოსავლების სამსახური

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля