სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

  • 1169

Тбилиси размещено 15/06/2017 крайний срок: 24/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2100

+ bonus
мин. опыт 5 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

 ფუნქციები

ხელმძღვანელობს და საერთო კოორდინაციას უწევს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ საქმიანობას:

  • სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება;
  • საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი;
  • სასაქონლო ოპერაციათა მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
  • საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალებების დანერგვა და გამოყენება, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და სათანადო რეაგირება;
  • დეპარტამენტში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
  • საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;
  • ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია, ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
  • გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლი, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების გაცემას ბარათების რეალიზატორ პირებზე, გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი;
  • დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია ონლაინრეჟიმში;
  • საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოება;
  • საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით;
  • კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანება;
  • „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 11 ივლისის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №241 ბრძანება;
  • „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ 2012 წლის 1 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის უფროსის №12858 ბრძანება;
  • საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”;
  • საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №351 დადგენილება;
  • საქართველოს კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე’ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება.

 

 

დამატებით მოთხოვნები

  • საქართველოს მოქალაქე;
  • უმაღლესი იურიდიული/ეკონომიკური განათლება;
  • საბაჟო/საგადასახადო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საბაჟო/საგადასახადო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • „ORACLE“- საინფორმაციო სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში მუშაობის გამოცდილება;
  • „ASYCUDA“- ავტომატიზირებული მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • „eDocument“ - ავტომატიზებული სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office for Windows;
  • უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.
  • ---------------------------------
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • გამართული მეტყველება, დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43996 

 
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля