სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი

  • 801

Тбилиси размещено 24/10/2017 крайний срок: 06/11/2017 ვაკანტური ადგილები 1 რეინჯი 1501 - 2500 мин. опыт 5 лет


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

ფუნქციები:

  •  საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი იქნება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მთავრობასთან, ბიზნესებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის - PR დირექტორის უშუალო დაქვემდებარებაში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის ძირითადი ვალდებულებებია PR დირექტორის დახმარება შემდეგი მოვალეობებისა და ამოცანების შესრულებაში:
  • კერძო სექტორთან მუშაობა - კონსულტანტი დაეხმარება PR დირექტორს კერძო სექტორთან ურთიერთობის სტრატეგიის განხორციელებაში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან და შესაბამის ოფიცრებთან ერთად (i) განსაზღვროს და განავითაროს საქართველოს კომპაქტში კერძო ინვესტიციების ხელშეწყობის შესაძლებლობები, (ii) უზრუნველყოს კერძო სექტორისგან ინვესტიციების მოზიდვა კომპაქტის პროგრამებში დამატებითი წვლილის შესატანად და (iii) ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, წარმატებული მაგალითების პოპულარიზაცია. ეს შეიძლება მოიცავდეს: ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე იმ კომპანიების ან სხვა ორგანიზაციების განსაზღვრას, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან კომპაქტის მიერ მხარდაჭერილ პროექტებსა და/ან საქმიანობებში ინვესტიციით; ეს მოითხოვს სფეროს საფუძვლიან ცოდნას და კერძო სექტორის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან საქმის წარმოების უნარს.
  • მოსახლეობასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობა - დაეხმაროს PR დირექტორს სამიზნე დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში, უზრუნველყოს მოსახლეობის/საზოგადოების მონაწილეობა (i) კომპაქტის პროგრამის დაგეგმვა - განხორციელებაში, (ii) პროგრამის მონიტორინგსა და შეფასებაში, (iii) დროული ინფორმაციის მიწოდებაში სამიზნე ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრამასა და მის შედეგებზე და (iv) სამომავლო გეგმების მართვაში.
  • მედიაცია - დაეხმაროს PR დირექტორს (i) ხელი შეუწყოს კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, საქართველოს მთავრობას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, განმახორციელებელ ორგანიზაციებს, ფონდის კონტრაქტორებს, კომპაქტით მხარდაჭერილ საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და მათ სტუდენტებს, ბიზნესებს, რომლებიც ასეთ სკოლებში დებენ ინვესტიციას, მედია და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის, (ii) შექმნას, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ამგვარ ჯგუფებს შორის კონტაქტების ფართო ქსელი, კომპაქტის პროგრამის ხელშეწყობა - მხარდაჭერის მიზნით, (iii) განავითაროს პარტნიორობა და მიიღოს სხვა ზომები ამგვარ ჯგუფებს შორის კომპაქტის პროგრამის გაძლიერების მიზნით. დაეხმაროს PR დირექტორს ფონდის კონტრაქტორებთან და პროექტების მართვის გუნდებთან საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების კოორდინაციასა და განხორციელებაში. 
  • ღონისძიებების დაგეგმვა - იმუშაოს ღონისძიებების, პრეს–კონფერენციების, პრესის ქალაქიდან სამუშაო ადგილზე გასვლითი ვიზიტებისა და სხვა დაკავშირებული მედია საქმიანობების ორგანიზება–კოორდინირებაზე.
  • აწარმოოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პუბლიკაციები - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს საინფორმაციო ბიულეტენებისა და სხვა პუბლიკაციების ესკიზის, დიზაინისა და შინაარსობრივ მხარის შემუშავება-მენეჯმენტი.
  • ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს ვებგვერდი - უზრუნველყოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ვებგვერდის განვითარება - მხარდაჭერა; უზრუნველყოს, რომ ვებგვერდი შეიცავდეს ყველა განახლებულ ინფორმაციას კომპაქტის განვითარება - განხორციელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობებს, წარმატების მაგალითებს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს შეხვედრებზე ინფორმაციას.
  • ბრენდირება - უზრუნველყოს, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბრენდირების გაიდლაინების თანახმად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და ყველა მისი პარტნიორი იყენებდეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ბრენდირების სახელმძღვანელოს, რომ სხვადასხვა კონტრაქტორები აკმაყოფილებდნენ პროექტის თავისებურებებს მისი განვითარება - განხორციელების მანძილზე.
  • პრესასთან ურთიერთობა - PR დირექტორის ხელმძღვანელობით, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედოს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს პრეს ოფიცრად
  • შეეძლოს რეგიონებში მგზავრობა.
  • განახორციელოს სხვა მოვალეობები PR დირექტორის ან აღმასრულებელი დირექტორის დავალებით.
  • პიარ კონსულტანტი შეასრულებს ფონდის მიერ ინიცირებული ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის კოორდინატორის ფუნქციებს, დაგეგმავს კონკურსის ბიუჯეტს, პროგრამას, გამოაცხადებს კონკურსს და შეასრულებს სხვა დაკისრებულ მოვალეობებს. 

     

დამატებითი მოთხოვნები:

  • სოციალურ მეცნიერებებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციებსა ან სხვა შესაბამის სფეროში მაგისტრის ხარისხის ფლობა;
  • საზოგადოებასთან მუშაობის და კომუნიკაციის უნარები, ცოდნა და გამოცდილება;
  • საქართველოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ცოდნა;
  • სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის პროფესიული მესიჯების შედგენა - მიწოდების დემონსტრირებული ცოდნა და გამოცდილება;
  • სხვადასხვა სფეროში მრავალრიცხოვანი დავალებების პასუხისმგებლობითა და მოქნილობით დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • მაღალი რანგის კოლეგებთან: მთავრობაში, კერძო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებასა თუ დონორ ორგანიზაციებში მუშაობის დემონსტრირებული უნარი;
  • კერძო სექტორის შესაძლებლობების განსაზღვრისა და საპარტნიორო ურთიერთობების დამყარების დემონსტრირებული უნარი საჯარო და კერძო სექტორს შორის საერთო მიზნებისა და შედეგების მიღწევის მიზნით;
  • ბიუჯეტის, როგორც კომუნიკაციების სტრატეგიის ნაწილის, მართვისა და შემუშავების გამოცდილება;
  • გამოსაქვეყნებელ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის, ასევე, ფოტოგრაფირებისა და ვიდეოფილმების კეთების ხელოვნების უნარი და განათლების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
     

 

თანამდებობრივი სარგო:  შეთანხმებით

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45458?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA - Georgia)
51-100
сотрудник

სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA - Georgia)

больше

объявлений 0

სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA - Georgia)

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля