სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

უფასო ტრენინგი ჟურნალისტებისა და რედაქტორებისათვის

  • 1143

Тбилиси размещено 20/10/2017 крайний срок: 27/10/2017


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოხარულია, მოგიწვიოთ ტრენინგზე, რომელიც ჩატარდება საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის 2017 წლის ნოემბერში.
 

ზოგადი ინფორმაცია:

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას,  სახელწოდებით - “რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში”. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს საქართველოს რეგიონებიდან (მათ შორის, უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან) ტრენინგების, საგრანტო კონკურსისა და სასწავლო ვიზიტის მეშვეობით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში.
 

ვის ვეძებთ?

  • ხართ ჟურნალისტი ან რედაქტორი, რომელიც მუშაობს თბილისს გარეთ აღმოსავლეთ საქართველოში*?
  • ოდესმე გაგიშუქებიათ, ან გეგმავთ, გააშუქოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები?
  • დაინტერესებული ხართ, ნატოსა და ევროკავშირზე მეტი ინფორმაციის მიღებით?
  • გაქვთ ორი თავისუფალი დღე 9-10 ნოემბერს?
     

*განცხადებების მიღება ცალკე გამოცხადდება იმ ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის, რომლებიც დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობენ.
 

რა მოლოდინები უნდა გქონდეთ:

  • გაიღრმავებთ ცოდნას სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, მაგალითად: ნატოსა და ევროკავშირის არსი; სად დგას საქართველო და საით მიემართება ინტეგრაციის პროცესში; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA) და მომავალი შესაძლებლობები საქართველოსთვის;
  • დაამყარებთ პირად კონტაქტებს ქართველ ექსპერტებთან და ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოში;
  • შესაძლებლობა გექნებათ,  სასწავლო ვიზიტით გაემგზავროთ ბრიუსელში (ჟურნალისტებისთვის) ან მიიღოთ მცირე დაფინანსება (რედაქტორებისთვის).
     

ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნება ჩაერთონ კონკურსში, რომლის მიზანია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საუკეთესო ანალიტიკური მასალის მომზადება. საუკეთესო ანალიტიკური მასალის ავტორები მოხვდებიან იმ სამ გამარჯვებულ ჟურნალისტს შორის, რომლებიც დაჯილდოვდებიან და სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ბრიუსელში. 
 

რედაქტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში.
 

ტრენინგი ჩატარდება თბილისში და სამუშაო ენა იქნება ქართული. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 15-20 ჟურნალისტი და რედაქტორი. ტრანსპორტირებისა და საცხოვრებელის ხარჯებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი უზრუნველყოფს.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, თქვენი CV გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://kakhishvili@gip.ge არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა.
 

 

 
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
11-50
сотрудник

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

больше

объявлений 0

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля