სატესტო რეჟიმი
+Подать объявление
rus
  • geo
  • eng

განცხადება ვადაგასულია

იდეების კონკურსი

  • 1093

размещено 12/10/2017 крайний срок: 17/10/2017


ეს განცხადება ხელმისაწვდომია მხოლოდ грузинский ვერსიაზე, გთხოვთ იხილოთ განცხადების ტექსტი ქვემოთ. ან გამოიყენოთ საიტის Грузинская версия.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო" აცხადებს იდეების კონკურსს ოთხი მიმართულებით: საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების, გენდერული თანასწორობისა, გარემოსდაცვითი მიმართულებით, უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით:

საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებები:
კონკურსში თემატიკა შეუზღუდავია. მთავარია, იდეამ მოიტანოს ცვლილება თქვენს თემში და/ან ფართო საზოგადოებაში. ინიციატივა შეიძლება ეხმიანებოდეს ადამიანების უფლებებს, თემისთვის მნიშვნელოვან პრობლემის გადაწყვეტას, სოციალურ საკითხებს, ხელოვნების გზით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხის წამოწევას და გადაჭრას, ეთნიკური უმცირესობის პრობლემების მოგვარებას, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის გაუცხოვების აღმოფხვრას და მათ დაახლოვებას და ა.შ. 

გენდერული თანასწორობისა მიმართულებით:
ვეძებთ იდეებს, რომელსაც შეუძლია:

  • ხელი შეუწყოს ქალების/გოგონების და მამაკაცების/ვაჟების მიერ თანაბარი უფლებებით, რესურსებით და შესაძლებლობებით სარგებლობას 
  • შექმნას ალტერნატიული სივრცე და ფორმატი დიალოგისა და დებატებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ;


გარემოსდაცვითი მიმართულება:
თუ გაქვთ იდეა თემებზე:

  • კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება
  • ნარჩენების მართვა 
  • გამწვანება და ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება
  • გარემოს გაუმჯობესება და კეთილმოწყობა 


მიიღეთ მონაწილეობა იდეების კონკურსში და მოიპოვეთ მატერიალური რესურსი შენი ინიციატივის განსახორციელებლად.

იდეის წარდგენა მარტივი განცხადების ფორმის შევსებით, ინტერნეტ პლატფორმის (app.orbeliani.net) საშუალებით შეგიძლიათ. თქვენი ამოცანაა მოკლედ და მკაფიოდ უპასუხოთ კითხვებს და აქვე უნდა მიუთითოთ ნივთი/ნივთები, რაც იდეის განხორციელებისთვის გჭირდებათ. 

ამ ეტაპზე განაცხადის ფორმა ინგლისურადაა წარმოდგენილი, თუმცა შეგიძლიათ იდეები ქართულ ენაზე წარმოადგინოთ.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. მოგვძებნეთ OrbelianiGeorgia
https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia/

კითხვებისთვის დაუკავშირდით ნინო გიორგაძეს, პროგრამის კოორდინატორს nino@orbeliani.net ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia/

შემოსული ინიციატივებიდან შეირჩევა 5 იდეა, რომელთა ავტორებიც საკუთარ იდეას წარადგენენ 19 ოქტომბერს მოხალისეებისათვის გამართულ კონფერენციაზე. პრეზენტაციების დასრულების შემდგომ ელექტრონული ხმის მიცემის მეთოდით მოხალისეების მიერ შეირჩევა გამარჯვებული იდეები. 

იდეების კონკურსი მიმდინარეობს პროგრამა "მოხალისეობის განვითარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.

იდეების შემოტანის ბოლო ვადაა: 17 ოქტომბერი.

 
ორბელიანი საქართველო
11-50
сотрудник

ორბელიანი საქართველო

больше

объявлений 0

ორბელიანი საქართველო

Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Авторизуйтесь с Facebook
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
Работа, вакансии и резюме, поиск работы, Работа в Грузии
ავტორიზაცია

Выберите тип профиля