სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ ქონების მართვის სააგენტო
სსიპ ქონების მართვის სააგენტო

სსიპ ქონების მართვის სააგენტო

შესახებ

ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობაც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის ეფექტური, მოქნილი, კომპლექსური მომსახურების მიწოდებას ,,ერთი ფანჯრის პრინციპის“ დაცვით, მოკლე დროში და გამარტივებულად.

 

სააგენტოს ფუნქციები:

  • ქ. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების მომზადება აუქციონზე გასატანად, აუქციონის ჩატარება და შედეგების გაფორმება, ქონების გაცემა სარგებლობის უფლებით;
  • ქ. თბილისის ადგილობრივი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული გარიგებების აღრიცხვა და მონიტორინგი.
  • ქ. თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვა პარტნიორის მიერ ქონების მართვის სააგენტოზეა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

სააგენტოს ძირითადი მიმართულებები:

დღეს ქ. თბილისის ქონების განკარგვის პროცედურული მხარე მთლიანად ქონების მართვის სააგენტოზეა დელეგირებული. თბილისის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ და კომფორტულ სისტემას, ინტერნეტის მეშვეობით:

  • სასურველი ფართობისა და კონფიგურაციის მიწის ნაკვეთის მონიშვნა ვებგვერდზე
  • ონლაინ აუქციონი
  • ონლაინ განცხადებები

სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, ასევე, წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქალაქის განვითარებისა და სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის. თითოეული საპრივატიზებო ობიექტის გასხვისება ხდება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ასევე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განხორციელებული ინვესტიციების დაცვასა და უკუგებაზე.

  • ტელეფონი

    +995 322 72 22 22  

  • ელ-ფოსტა

    infoauction@tbilisi.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი