სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ქედის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტი

შესახებ

   გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსლების განხორციელებას. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის დავალებების შესრულებას. 
   გამგეობა თავის საქმიანობაში ხელმძღვენელობს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ადამიანთა უფლება-თავისუფლებათა დაცვის, საერთო სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის  გათვალისწინების პრინციპებით.
    გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.  სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები  მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
   ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო) არის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
   საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 9 წევრისაგან.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 0425 25 00 01   +995 0425 25 00 07

  • ელ-ფოსტა

    keda.gamgeoba@gmail.com

    keda.mun@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი