სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ქალთა ფონდი საქართველოში
ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში

შესახებ

 ქალთა ფონდი საქართველოში" რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2005 წლის 24 მაისს გაატარა. ფონდი „საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის“ (ECDC) ინიციატივით დაფუძნდა, რომელიც 1998 წლიდან მუშაობს ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარებაზე, განსაკუთრებული ფოკუსით ქალთა საკითხებზე.

ფონდის საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულებაა: გრანტების გაცემა, უნარების გაძლიერება და ფემინისტური ფილანთროპია. 

ქალთა ფონდი საქართველოში მიზანმიმართულად ეხმარება ქალებს მათი შესაძლებლობებისა და ავტონომიის ზრდაში. ფონდი ცდილობს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტივიტებს შეუქმნას შესაძლებლობა განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

 

ფონდი მუშაობს ქალთა ჯგუფებთან ქალთა უფლებების, ორგანიზაციული, ლიდერული თუ სხვა უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, ატარებს ტრენინგებს  გენდერული ცნობიერების ამაღლების და საზოგადოებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, რაც გულისხმობს აუცილებელი ცოდნისა და რესურსების მიწოდებას ქალებისათვის, რასაც ისინი შემდგომში სოციალური კონტექსტის შესაცვლელად გამოიყენებენ.

ქალთა ფონდი ცდილობს შექმნას ქალი დონორების წრე, რადგან ქალების მონაწილეობა ქალთა პრობლემების მოგვარების საქმეში არის უნიკალური შესაძლებლობა ფინანსური რესურსი აღმოჩდეს უშაუალოდ ქალების და გოგონების ხელში და ინვესტირდეს ქალებში და გოგონებში.

ფონდის მიერ დაარსებული ნოტიო ლოლუას სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქალთა ფონდი ყოველწლიურად მხარს უჭერს სამაგისტრო კურსის სტუდენტებს და უფარავს ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადს.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 032 239 99 98  

  • ელ-ფოსტა

    info@womenfundgeorgia.org

  • საქმიანობის სფერო

  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი