სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

შესახებ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

  1. საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
  2. საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;
  3. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზასა და/ან მომზადებას;
  4. საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
  5. საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;
  6. საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას;
  7. ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;
  8. საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;
  9. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;
  10. მასალის მომზადებას მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სამხედრო-სპეციალური და სხვა სპეციალური, საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭებისა და შეწყალების შესახებ, აგრეთვე მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით, თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებისა და დათხოვნის შესახებ;
  11. საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე;
  12. კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციაში წარმოდგენილი ანგარიშების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას;
  13. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;
  14. კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.
  • ტელეფონი

    0322 97 16 85  

  • ელ-ფოსტა

    info@president.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი