სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი
ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი

შესახებ

  მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.
  მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.  
  მერიის  თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
   საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის  და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
   საკრებულო შედგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან.
   საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტია,  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონი  საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი.
   საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით,  ამ რეგლამენტით და აკრძალული არ არის კანონით, წყვეტს საკრებულო.

 

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 0(493) 22 12 95   +995 0(493) 22 13 86

  • ელ-ფოსტა

    poti.info@gmail.com

    potisakrebulo@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი