სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

შესახებ

   ოპერის თეატრის ისტორია საქართველოში ას სამოცდახუთ წელს ითვლის. კავკასიის მთავარმართველის, გენერალ-ფელდმარშალ გრაფ მიხაილ ვორონცოვის ინიციატივით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა რვაას  მაყურებელზე გაანგარიშებულ ე.წ. „ქარვასლის თეატრის“ შენობას იტალიელი არქიტექტორის, ანტონიო სკუდიერის ხელმძღვანელობით თეატრი ოთხი წელი შენდებოდა. ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი, 1851 წლის 12 აპრილს, გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო.
  2010 წელს დაიწყო თეატრის შენობის რემონტი (არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). ინტერნაციონალურ პროექტში, ძირითადი სპონსორის, საერთაშორისო ფონდ „ქართუს“ გარდა, მონაწილეობა მიიღეს უცხოურმა ფირმებმა, მათ შორის იყვნენ: გერმანული „გერიეცი“ და „ზალცბრენერი“; ავსტრიული „ვაგნერი“; სერბული „სვეტლიოსტი“. გამაგრდა საძირკველი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა თეატრის ინტერიერის მოხატულობა, სცენის მექანიზმი, თეატრის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გადიდდა საორკესტრო ორმო, გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი, თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. გადიდდა თეატრის მიმდებარე სკვერი, სადაც დაკრძალულნი არიან კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, ქართველი ტენორები: ვანო სარაჯიშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე და დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი. დაიბეჭდა და სცენას დაუბრუნდა „თეატრის სავიზიტო ბარათი“ სერგო ქობულაძის 1960 წელს შესრულებული, ხანძრის დროს დამწვარი ფარდის პრინტი. 1955 წლის შემდეგ მეორედ გამოიცა შალვა კაშმაძის ორტომეულის „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“ განახლებული ვერსია. განახლებული თეატრი 2016 წლის 30 იანვარს ოპერის ,,აბესალომ და ეთერი“ პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი Opera Europa-ს წევრია. თეატრი ჩართულია მასშტაბურ ევროპულ კულტურულ პროექტში „ისტორიული თეატრების ევროპული მარშრუტი“. პროექტი ევროკავშირის კულტურის პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება. 

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 32 2 00 44 66  

  • საქმიანობის სფერო

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი